четверг, 16 марта 2023 г.

მე და საზოგადოება თემა: ჩემი ოჯახი

         


  გაკვეთილის გეგმა

    სკოლა: შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა

პედაგოგი: ნინო ნონიაშვილი

კლასი: მესამე

საგანი: მე და საზოგადოება

თემა - ჩემი ოჯახი

სწავლების საფეხური/კლასი: III-ა კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 15

სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული საკვანძო კითხვები

ცნებები: ქორწინება ოჯახი, ოჯახის წევრები, მეგობრული გარემო, მშობელბის თაობა, შვილების თაობა. ბებია-პაპის თაობა

შეკითხვები:

რა არის ქორწინება?

როგორ გესმით სიტყვა უღელი?

რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?

რა არის აუცილებელი ოჯახის ბედნიერებისათვის?

მიზანი:შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;ისაუბრებენერთი ფოტოს ისტორია“-ზე;ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნასთან:

·         რა როლი მაქვს ჩემი ოჯახის ცხოვრებაში? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 13)

·         როგორ უნდა ვეპყრობოდეთ ოჯახში ერთმანეთს (მშობლებს, და-ძმას, ბებია-ბაბუას) პატივისცემით? (საზ.მეც.დაწყ.(I). 2, 3, 14)

·         რატომ მაძლევენ ჩემი ოჯახის უფროსი წევრები რჩევებს? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 2, 13)

·         რატომ და როგორ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახის წევრები ერთმანეთზე? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 2,3, 10) რატომ და როგორ უნდა დავაფასო დედის, მამის, ბაბუის და ბებიის შრომა თანაბრად? (საზ.მეც.დაწყ.(I). 2, 3,

 

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები და კლასის ორგანიზების  ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო(წთ)

1

 

თავდაპირველად ვესალმები კლასს, შევახსენებ ქცევის წესებს, განვუმარტავ შეფასების რუბრიკას.  ამის შემდეგ ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს:,,ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემას წარმოადგენს „ჩემი ოჯახი“

 

ვერბალური ახსნა

გაკვეთილის მიზნები,

შეფასების რუბრიკა

 

3 წთ

2

 

წინარე ცოდნის გააქტიურება მასწავლებელი კლასთან ერთად იხსენებს და განიხილავს თემას რა არის საზოგადობა, ვინ ვართ, რა ადგილი გვიკავია  საზოგადოებაში,

1.      რა არის საზოგადოება?

2.      შეიძლება ჩვენს კლასს საზოგადოება ვუწოდოთ?

3.      რას დაარქმევდით თქვენს მეგობრებს?

4.      ყველა ჩვენგანს ჰყავს  ოჯახი, შეიძლება მას ოჯახი ვუწოდოთ?

გონებრივი იერიში / ფრონტალური კითხვა-პასუხი და ვერბალური ახსნა

დაფა, ცარცი, ფორმატი

12 წუთი

 

3

ახალი მასალის გააქტიურება

აქტივობა:1

ყველა ჩვენგანს ჰყავს  ოჯახი, შეიძლება მას ოჯახი ვუწოდოთ?

მოსწავლეებს ვთხოვ ყველამ თავისი პასუხი ფურცელზე ჩაინიშნოს.

როგორ ფიქრობთ რა არის ოჯახი? პასუხი ჩაინიშნეთ ფურცელზე.

ვინ ცხოვრობს ოჯახში?პასუხი ჩაინიშნეთ ფურცლებზე. შემდეგ მოსწავლეებს სამივე კითხვის პასუხს წავაკითხებ.

მოსწავლეებს განვუმარტავ რომ მათ ახლა სწორედოჯახის განმარტება გააკეთეს, რომ ოჯახი საზოგადოებაა, სადაც ცხოვრობს დედა, მამა, ბავშვბები, ბებია, პაპა, სადაც თბილი და კარგი გარემოა.

 

 

მუშაობა მთლიან კლასსთან და ინივიდუალურად.

ბარათები, ფოტოები

10 წუთი

4

 

აქტივობა:2

როგორ ფიქრობთ როგორ იწყება ოჯახის შექმნა?

დაუკვირდით სურათს  ად დაიხმარე პასუხის გასაცემად. დანართი:1

როგორ ფიქრობთ, რატომ არის აუცილებელი რომ ოჯახის შექმნა იწყებოდეს სიყვარულით?

მოსწავლეები თავად გააკეთებენ დასკვნას რომ ოჯახის კეთილდრეობა ერთანეთის სიყვარულზეა დამოკიდებული

აქტივობა:3

დააკვირდით ფოტოს და გადმოეცით თქვენი აზრი რას ნიშნავს ტოლობა, დანართი :2

მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და ჩემი დახმარებით მივალთ დასკვნამდე რომ ოჯახის წევრები, დედა და მამა ტანასწორნი არიან, მათ აქვთ ერთნაირი უფლებები და ისინი ერთად ინაწილებენ ოჯახის საქმეს და ვალდებულებებს

აქტივობა:4

რამდენი ადამიანი შეძლება ცხოვრობდეს ოჯახში და ვინ შეიძლება იყვნენ ისინი?

მოსწავლეებს განვუმარტავ რა არის თაობა

 

გონებრივი იერიში, მთლიან ჯგუფთან

ბარათები, ფოტოები

13 წუთი

 

5

გაკვეთილის შეჯამება

აქტოვობა :6

გავაკეთოთ დასკვნა, რა ყოფილა ოჯახი? როგორი გარემოა იქ? რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისათვის.

მოსწავლეებს დავურიგებ სახლის ფორმის ფურცლებს რომლის გარშემო ღრუბლებში უნდა დაწეროთ საკუთარი მოსაზრებები. დანართი:3

აქტივობა:7 მოსწავლეებს ვურიგებ წინდაწინ გამზადებულ ფურცლებს, რომელზეც გამოსახულია მათი ოჯახის წევრი, ვთხოვ სეავსოს ფორმა და ტავის თანაკლასელებს გააცნოს ფოტოზე გამოსახული  ადამიანი.

ინდვიდუალური

ბარათები, ოჯახის ფოტოები

5წუთი

6

მოსწავლეთა შეფასება და დავალების მიცემა

 

 

შეფასბის რუბრიკები

2 წუთი