вторник, 1 декабря 2020 г.

ასო-ბგერა ვ

 

გამოყენებული ელექტრონული რესურსები "ხორბლის მოყვანა წინათ და ახლა"



შესრულებული დავალების ვიდეორგოლი "მე სამზარეულოში"








როგორ დავწეროთ ვ, ვიდეო




გაკვეთილის გეგმა

საგანი

ქართული

კლასი, პედაგოგი

პირველი/ ნ.ნონიაშვილი

თემა

ასო-ბგერა“-შესწავლა 

მოსწავლეთა რაოდენობა

14 მოსწავლე

დრო

45წუთი

მიზანი

მოსწავლემ  შეძლოს მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი ტექსტი,წაიკითხოს მარტივი წინადადებებით  შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებიგამოუმუშავდეს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები,შეძლოს წერილობითი კოდის გაშიფვრა.(გაშიფვრა – გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირებაანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან;  ბგერების სიტყვად გამთლიანებააკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.)

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

·         სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;

·         ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და . .);

·         მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;

ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.

·         მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/ზეპირ მარცვალს;

·         სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში).

 

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.[1]

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);

·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;

·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლითკითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;

 

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[2];

·         ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;

·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;

·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;

·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;

·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებშიასოებს;