четверг, 4 октября 2018 г.

სივრცითი ფიგურები, წიბო, წახნაგი, წვერო

გაკვეთილის გეგმა






N
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
1
თავდაპირველად ვესალმები მოსწავლეებს, გავაცნობ გაკვეთილის თემას, გაკვეთილის მიზანს, შეფასების რუბრიკებს.
ლექციური
მთელი კლასი
ელ. დაფა, გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი, შეფასების რუბრიკები

2
გამოწვევის ფაზაზე პროგრამაPowerPoint-ის გამოყენებით ვაჩვენებ მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის სურათებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებსაც აქვს მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის, ცილინდრის, კონუსის ფორმა. თითოეულ შემთხვევაში მოსწავლეებს ვაძლევ შეკითხვას, რომელ სივრცით ფიგურას ამოიცნობენ?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ელ. დაფა პროგრმა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ

3
წვდომის ფაზაზე მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: სურათის მიხედვით დაასახელეთ წარმოდგენილი მართკუთხა პარალელეპიპედის წახნაგები, წიბოები, წვეროები. შემდეგ მოსწავლეთა ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომმოპირდაპირე წახნაგები მდებარეობს სიბრტყეებზე, რომლებსაც საერთო წერტილი არა აქვს. შემდეგ კი  განვუმარტავ, რომ ეს პარალელური სიბრტყეებია.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ელ. დაფა პროგრმა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ

4
შემდეგ მოსწავლეებს წარმოვუდგენ მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, ექვსკუთხა პრიზმის, სამკუთხა, ოთხკუთხა და ექვსკუთხა პირამიდების სურათებს და ვაძლევს შეკითხვებს:
1)რა ფიგურებით არის შემოსაზღვრული მრავალწახნაგები?
2)რას წარმოადგენს იგი მრავალწახნაგასთვის?
3)რას წარმოადგენს მრავალწახნაგასთვის წახნაგების გვერდები?
4)რას წარმოადგენს მრავალწახნაგასთვის ყოველი წახნაგის წვეროები?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ელ. დაფა
პროგრამაPowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ

5
ამის შემდეგ სათითაოდ წარმოვუდგენ მოსწავლეებს მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის, ცილინდრისა და კონუსის შლილებს. თითოეულ შემთხვევაში ვთხოვ მათ, ამოიცნონ, თუ რომელი ფიგურის შლილებია წარმოდგენილი.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ელ. დაფა
პროგრამაPowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ


6

მოსწავლეების ნაწილს დავურიგებ წინასწარ დამზადებულ შლილებს და მივცემ დავალებას: მოცემული შლილებით შექმნან შესაბამისი სივრცითი ფიგურები. ნაწილს კი დავურიგებ მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის კარკასების ასაგებად საჭირო მასალას და ვთხოვ, 5 წუთში წარმოადგინონ შესაბამისი სივრცითი ფიგურების კარკასები

პრაქტიკული მუშაობა,
სწავლა კეთებით

წყვილებში მუშაობა

სივრცითი ფიგურების შლილები, წებო; სივრცითი ფიგურების კარკასის დასამზადებელი ჩხირები და პლასტელინი


7

მოსწავლეებს წარმოვუდგენ  მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, ექვსკუთხა პრიზმის, სამკუთხა, ოთხკუთხა და ექვსკუთხა პირამიდების სურათებს, პარალელურად მაქვს წინასწარ მომზადებული ცხრილი სადაც აღნიშნული ფიგურებისთვის  შემდეგი აღნიშვნებია შემოტანილი:წვეროების რაოდ- v
წახნაგების რაოდენობა -  f
წიბოების რაოდ - e.
მოსწავლეები შემოტანილი აღნიშვნების მიხედვით ავსებენ ცხრილს. ამის შემდეგ შევაჯამებ ცხრილში წარმოდგენილ მონაცემებს,

კითხვა-პასუხი

მთელი კლასი

ელ. დაფა
პროგრამაPowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ

8
გაკვეთილის ბოლოს ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ გაცნობილი რუბრიკების მიხედვით და ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან
ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები, სახელმძღვანელო

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგიმოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობააღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შეფასებაგანმსაზღვრელი
პედაგოგი : ნ.ნონიაშვილი