суббота, 22 января 2022 г.

მარილი და ღრუბელი

ცდა, ექსპერიმენტი სწავლების ერთ-ერთი  მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ  ესა თუ ის მოვლენა და დავადგინოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი. ამ მეთოდის გამოყენება პედაგოგებს საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად შევასრულოს რამდენიმე ამოცანა, კერძოდ:ხელი შევუწყოს მოსწავლებს ცოდნის მიღებაში, გაღრმავებაში, ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებასა და სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.მოსწავლეები უშუალოდ არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.ექსპერიმენტული სამუშაოები
 აღძრავს ცნობისმოყვარეობას, რაც
საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეები კვლევით სამუშაოებში ჩავრთოთ.
... ჩვენი მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ

ჩაგვეტარებინა ცდა წყალში ხსნად ნივთებზე და გაგვერკვია, რომელი ნივთიერება იხსნება წყალში ყველაზე ადრე.ცდა მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.დაკვირვების შედეგად მიღებული შედეგი ჩაინიშნეს რვეულში და წარუდგინეს თანაკლასელებს