четверг, 20 ноября 2014 г.

მუსიკალური საკრავები







                                                                გაკვეთილის გეგმა





გაკვეთილის თემა
 რომელი საკრავია?
 სწავლების საფეხური და კლასი
 დაწყებითი, II კლასი
 ინტეგრირებული საგნები.   პედაგოგი:
მუსიკა, მათემატიკა, ქართული, ხელოვნება                            მასწავლებელი: ნ. ნონიაშვილი
 მოსწავლეთა რაოდენობა
12
 განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი 
 განსაკუთრებული მიდგომის საჭიროებების მქონე მოსწავლეები არ არიან
 გაკვეთილის სასწავლო მიზნები
 შეძენილი ცოდნის გამოყენების, ყურადღების, დაკვირვების,დიალოგის,ტემბრული აღქმის, ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება.ერთობლივად მუშაობის უნარის ჩამოყალიბება.სხვადასხვა საგნებს შორის კავშირისა და მსგავსების დანახვა.
 ეროვნული სასწავლო გეგმითგანსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
 მუს.II.2. მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან ერთად.
·        სიმღერით იმეორებს მუსიკალურ ფრაზებს.
  • მოსმენისას ტაშით აჰყვება მუსიკას.
  • ხმას აყოლებს მასწავლებლის სიმღერას, მუსიკალურ თანხლება
  • მუს.II.4. მოსწავლე  იმეორებს ზოგიერთი ცეკვის მარტივ  ილეთებს.
  • საწყისი პოზიციიდან იმეორებს ერთ-ორ ელემენტარულ ილეთს.
  • იცავს სხეულის კოორდინაციას.
  • გამოხატავს მუსიკის ტემპს ფეხის დარტყმით, ტაშით.
  • მუს.II.6. მოსწავლე იცნობს და იყენებს მარტივ მუსიკალურტერმინებს.
  • სწორად წარმოსთქვამს ნასწავლტერმინებს საუბრის დროს.
  • საჭიროების შემთხვევაში განმარტავს მათ.
  •  მუს.II.12. მოსწავლე იცნობს ზოგიერთ მუსიკალურ საკრავს.
  • ამოიცნობს ფორმის მიხედვით
  • ამოიცნობს სოლო ჟღერადობის დროს
  • მოძრაობით ახდენს ინსტრუმენტზე დაკვრის იმიტაციას.
  • და რაოდენობრივ ნიშნებს ფიგურის აღსაწერად
  • განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს,უთითებს ფიგურის შიგნით და გარეთმდებარე წერტილებს
  • მათ.II.9. მოსწავლე ორიენტირებს გარემოში და აღწერს ობიექტთა ურთიერთგანლაგებას.
  • განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით.
  • აღწერს ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით(მაგ. მარჯვნივ,მარცხნივ,ზემოთ,ქვემოთ)
  • ქართ.II.5. მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.
  • გადმოსცემს წაკითხული ტექსტის შინაარსს.
  • კითხულობს გამომეტყველებით და სათანადო ინტონაციით.იცავს წინადადებებს შორის პაუზებს
  • ..II.1. მოსწავლე იყენებს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტსა და პრინციპს ნამუშევრის შექმნისას.
  • ქმნის მარტივ ორნამენტებს ხაზების,ფიგურების საშუალებით.
  • სწორად ირჩევს გამოსახულების ზომას ფურცლის ზომის შესაბამისად.
  • გამოყოფს ნახატში ძირითადს (მთავარი,ფურცლის შუაში)
  • ..II.6. მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
  • მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში.
  • ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად.
 თანმიმდევრობა (აქტივობა,დრო)
მისალმება
აქტივობა I (2წთ.) მოსწავლეთა მომზადება
აქტივობა II (7წთ .) ჯგუფებად დაყოფა, წესების გაცნობა
§  ქართულში შესწავლილ ზღაპარ-მოთხრობებს ვინ წერს? მუსიკას?
§  რითი ვწერთ სიტყვებს? რიცხვებს? მუსიკას?
§  რამდენი ასო-ბგერაა ქართულში?რამდენი ციფრია მათემატიკაში? რამდენი ნოტია მუსიკაში? ჩამოვთვალოთ, რომელია პირველი ნოტი? მე-6? მე-2,...?
§  სად იწერება ასოები? ციფრები? ნოტები?
§  რამდენი ხაზისგან შედგება სანოტო ხაზები? საიდან ითვლება?
აქტივობა III (3წთ .) სიმღერის შესრულება საბავშვო რეპერტუარიდან.მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს მისამღერის შესრულებისას წყვილებში რიტმულად დაუკრან ტაში. სრულდება სიმღერა ,,კანფეტების თოვლი".(კომპიუტერის, პროექტორის და ეკრანის საშუალებით ფონად ხდება აღნიშნული სიმღერის კარაოკეს ჩვენება).
აქტივობა IV (12წთ .) ჯგუფური დავალება, პრეზენტაცია, შეფასება.მასწავლებელი სთხოვს ჯგუფების (3ჯგუფი) ლიდერებს აიღონ მაგიდიდან 2-2 ფურცელი,სადაც მითითებულია მათი დავალებები. სთხოვს,ყურადღებით წაიკითხონ,შეასრულონ და წარმოადგინონ.ასევე უხსნის,რომ ჯგუფებმა ერთმანეთი უნდა შეაფასონ და შესაფასებლად წარუდგენს მათ მცირე ზომის ფორმატებს ნიშნებით:მზე (საუკეთესო), მთვარე (საშუალო), ღრუბელი (მეტი იმუშავე).\
1) დააწყვილე:მათემეტიკა, ქართული, მუსიკა, ხელოვნება
                         ნოტები, ფანქრები, ციფრები, ასოები.
2) შეავსეთ კროსვორდი
3)  დააწყვილე:მხატვარი, პოეტი, კომპოზიტორი, მოქანდაკე
                               ნოტები, ქვა, ფერები, სიტყვები .
4) დააწყვილე:მხატვარი, პოეტი, კომპოზიტორი, მოქანდაკე
                        მუსიკა, ძეგლი, ნახატი,ლექსი.
პრეზენტაციისას აღმოჩნდა,რომ სამივე გუნდმა დავალება სწორად შეასრულა, შესაბამისად ჯგუფებმა მიიღეს საუკეთესო შეფასება ,,მზე".
აქტივობა V (4 წთ .) სიმღერის შესრულება საბავშვო რეპერტუარიდან. მასწავლებელი ავალებს ბავშვებს შეასრულონ სიმღერა ,,ციცინათელა" შემდეგი პირობით: I სტროფი ხმადაბლა,  I სტროფი ხმამაღლა. (კომპიუტერის, პროექტორის და ეკრანის საშუალებით ფონად ხდება აღნიშნული სიმღერის კარაოკეს ჩვენება).
აქტივობა VI (1წთ .) წარმოადგინონ დავალებები.წინა გაკვეთილზე მიცემული დავალების წარმოდგენა: მოეძებნათ ინფორმაცია სასურველ ინსტრუმენტზე და მოეწყოთ პრეზენტაცია
აქტივობა VII (10წთ .) რომელი საკრავია?მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს,რომ საკრავები ერთიანდებიან ჯგუფებშიკლავიშებიანი,სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი. პროექტორის და ეკრანის საშუალებით აჩვენებს მათ  საკრავების კატალოგს,განუმარტავს თითოეული საკრავის სახელწოდებას, ისტორიას და ასმენინებს მათ ჟღერადობას
აქტივობა VIII (1 წთ .) საშინაო დავალება.შესწავლილი საკრავების ნახატების ან ილუსტრაციების შესრულება საკლასო ოთახში არსებული მუსიკალური კუთხის შესავსებად.
შეფასება
ჯგუფური დავალების შეფასება მოხდა ჯგუფების მიერ, ასევე მასწავლებლის სიტყვებით:ყოჩაღ!  კარგიაძალიან კარგი!
საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი, მაგნიტოფონი, დისკები, კასეტა, ფორმატები, მარკერები, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელოები.