გაკვეთილის თემა: რისგან აშენებენ სახლებს?
სწავლების საფეხური – დაწყებითი, პირველი კლასი, ბუნება (35 წუთიანი გაკვეთილი)
მოსწავლეთა რაოდენობა -11
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები – მოსწავლეებმა გაიაზრონ, რა განსხვავებაა სხვადასხვა მასალისგან აგებულ სახლებს შორის;ხელი შეეწყოს მოსწავლეებში დაკვირვებისა და მხედველობითი მეხსიერების უნარის განვითარება;ხელი შეეწყოს მოსწავლეებში სხვადასხვა შემეცნებითი უნარის განვითარებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით: –
I.3 მოსწავლე პოულობს მსგავსი დანიშნულების საგნებს, სახელებს და აღწერს მათ;ილუსტრაციებზე ამოიცნობს ბუნებრივ და ხელოვნურ საგნებს;
I.9 უზიარებს თანაკლასელებს თავის დამოკიდებულებებს და ახასიათებს მათ მისთვის გამორჩეული ნიშანთვისებებით.
თანმიმდევრობა:
21ოქტომბერი
1.
უპირველესად მოსწავლეებს ვუყვები სამი გოჭის ზღაპარს და ვაჩვენებ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს. ამის შემდეგ მოსწავლეები გადაშლიან სახელმძღვანელოებს იმ გვერდძე, სადაც სამი გოჭი და მათი სახლებია დახატული . მათ ინდივიდუალურად უნდა ამოიცნონ, რომელი სახლი რომელ გოჭს ეკუთვნის და ხაზებით დაუკავშირონ.
2.
ნახულობენ ფილმს „სამ გოჭი“
3.
ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეები ამზადებენ
სახლებს (ჩალის და ხის)
შემდეგ ვაჯგუფებ მოსწავლეებს ორად და მათივე ნამუშევრებიდან გამომდინარე ვეკითხები:
ჩალის სახლი რომელია? (მათ უნდა მაჩვენონ შესაბამისი ნახატი)
ხის სახლი რომელია? აგურის?
რომელი სახლი რომელ გოჭს ეკუთვნის?
თქვენი აზრით, რა საფრთხე ემუქრება ჩალის სახლს? ხის
სახლს?
თქვენ რომელ სახლში ისურვებდით ცხოვრებას?
23 ოქტომბერი
4. ამის შემდგომ მოსწავლეების ყურადღებას მივმართავ სახელმძღვანელოში მოცემულ ნახატზე, რომელზეც ჩანს, რომ ჩვენი პერსონაჟი დიმიტრი ფიცრებს აჭედებს. მოსწავლეებს ვეკითხები როგორ ფიქრობთ, ვის უშენებს დიმიტრი სახლს? მათ ეს რომ დაადგინონ, საჭიროა შეასრულონ დავალება: მოცემული წერტილები შეაერთონ ხაზებით (მუშაობა მიმდინერეობს ინდივიდუალურად)
სამუშაოს დასრულების შემდეგ ვეკითხები:
რისგან აუშენა დიმიტრიმ სახლი თავის ძაღლს?
როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდება ძაღლს თავშესაფარი?
კიდევ რომელ ცხოველებს უშენებან ადამიანები თავშესაფარს? (10 წთ.)
5. წუთშესვენება (1 წთ.)
6. მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოზე. მათ უნდა იმუშაონ წყვილებში, თითოეულმა წყვილმა უნდა დაასრულოს სახელმძღვანელოში მოცემული ნახატი და გააფერადონ.
7. ხელოვნების გაკვეთილზე აფერდებენ ჩალი, ხის და
აგურის სახლებს და კიდევ ერთხელ იხსენებენ ზღაპარს
(12 წთ.)
25ოქტომბერი
8. შემდეგ ვათამაშებ მოსწავლეებს მხედველობითი მეხსიერების გავარჯიშების მიზნით: მოსწავლეები კარგად უნდა დააკვირდნენ ნახატს, რომელზეც მათ იმუშავეს და დახურონ სახელმძღვანელოები და უპასუხონ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს:
რამდენი სახლი იყო ნახატზე?
რომელ სახლს ჰქონდა საკვამური მარჯვენას თუ მარცხენას?
რა იჯდა ღობეზე?
რამდენი ხე იდგა ეზოში?
რამდენი ვაშლი იყო ხეზე? (6 წთ.)
30 ოქტომბერი
9. რისგან
აშენებენ აგურის სახლებს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად
მათ უნდა გამოკითხონ ოჯახის წევრები,
გაარკვიონ საკუთარი საცხოვრებელი სახლების ისტორია. გამოდის თვითოეული მოსწავლე, თავის თანაკლასელებს აცნობს თავის
სახლს და ყვება სახლის ისტორიას.
10.ვაჩვენევ
ფილმს მულტფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“, სადაც კარგად ჩანს აგურის გამოყენებით
სახლის აშენება და სამშენებლოდ აუცილებელი მასალა.
11. მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. მათ უნდა შეადარონ სახელმძღვანელოში მოცემული ორი მსგავსი ნახატი სახლები სოფლის ეზოში; დააკვირდნენ და აღმოაჩინონ , რა და რამდენი განსხვავებაა მათ შორის. გაიმარჯვებს ის ჯგუფი, ვინც მეტ განსხვავებას აღმოაჩენს. გამარჯვებული ჯგუფის წევრებს ჩავუკრავ სტიკერებს (19 წთ.)
12. წუთშესვენება(1
წთ)
13.მოსწავლეებს
ვაცნობ ახალ თანამედროვე სამშენებლო მასალას (მინას).
ვაჩვენებ:
მინის სახლების სურათებს, მინის სახლის მაკეტს, საქართველოში აშენებულ ყველა მინის
შენობას.
14. მოსწავლეებს ვაჩვენებ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს სლაიდების სახით, სადაც მოცემულია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების სახლები და ამით
მოვახდენ გაკვეთილის შეჯამებას
შეფასება:
შეფასებას ვახდენ კომენტარებით ყოჩაღ, კარგი გოგო (ბიჭი) ხარ, ძალიან კარგია... და საუკეთესო მოსწავლეებს სტიკერებს ვუკრავ.
საკლსაო მენეჯმენტი, რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები;სახლის მაკეტები
ინფორმაციის წყარო: I კლასის ბუნების სახელმძღვანელო და ინტერნეტი
პროექტის
ფასილიტატორი: სკოლა „მერმისის“ პედაგოგი ნინო ნონიაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий