среда, 10 декабря 2014 г.

კითხვის საათი. პროექტი -"ჩვენ გვიყვარს კითხვა"

გაკვეთილის გეგმა


განსახორციელებელი მეთოდის დასახელება
კითხვის საათი    _ 2 საათი   
„ოქროს თევზი“,     „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“
სამიზნე ჯგუფი
I საფეხური,  II  კლასი.
მოსწავლეთა  რაოდენობა
13
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არა
მეთოდის მნიშვნელობა
ხელს უწყობს მოსწავლეებში კითხვის უნარის გაუმჯობესებას, სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას, წიგნის სიყვარულს, ქართული და მსოფლიო ლიტერატურის გაცნობას.
სამიზნე  უნარები  კითხვის  ასპექტების  მიხედვით

ტექსტის  მახასიათებლების  ცოდნაგამართული  კითხვა; ლექსიკური  მარაგის გამდიდრება; გაგება-გააზრებას; კითხვის  ტექნიკის  გავარჯიშება; ტექსტიდან მთლიანი სიტყვის ამოკითხვა; წაკითხულიდან აზრის გამოტანა; საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის მიმართ; ტექსტის მთლიანობაში აღქმა; ინოვაციური  მეთოდის  დანერგვა  სასწავლო  პროცესშიმოსწავლეთა  კომპეტენციების  განვითარება.
მისაღწევი  შედეგები
მოსწავლე   შეძლებს  მოისმინოსადეკვატურად  აღიქვას  და  გადმოსცეს  მარტივი  ინფორმაცია  მისთვის  ნაცნობ  თემაზე  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება  წაკითხულის  მიმართ;    მოსწავლეები თეორიულ  ცოდნას  პრაქტიკაში  გამოიყენებენმოხდება ტექსტიდან მთლიანი სიტყვის ამოკითხვა; წაკითხულიდან აზრის გამოტანა; ტექსტის მთლიანობაში აღქმა; ჩამოყალიბდება  აქტიურ  მკითხველადხელი  შეეწყობა  ინოვაციური  მეთოდების  დანერგვასმოსწავლეთა  კომპეტენციების  განვითარებას 
განვითარების ეტაპები



პირველი ეტაპი: „ოქროს თევზი“
მთლიანობითი კითხვა, რომელიც წინ უსწრებს ანალიზს.
  • მთლიანი ტექსტის დასწავლა კითხვით. დანაწევრება წინადადებებად, სიტყვებად.
  • წაკითხული პრეზენტაცია, დიდი წიგნის შედგენა.
მეორე   ეტაპიკითხვებზე პასუხის გაცემა,ტექსტის ანალიზი
  • ოპტიკური  ანალიზინაწერი  სიტყვების  შედარებასიტყვების  მსგავსი  ნაწილების  დადგენაგანსხვავებული  ნაწილების  გამოცალკავება.  
  • სიტყვათა განმარტება. 
მესამე ეტაპი:  „ ჭრიჭინა და ჭიანჭველა“
·        ტექსტის დასწავლა, წაკითხვა.
·        როლების დანაწილებით ტექსტის წაკითხვა
·        ტექსტის ანალიზი
·        ფილმის ჩვენება
საკლასო მენეჯმენტი
 და საგანმანათლებლო  რესურსები
დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ტექსტები ფერადი ნახატებით, დიდი ასოებითა და დიდი ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები, სიტყვების კედელი, სიტყვების სკივრი, სიტყვების ლოტოფერადი  ფურცლებიწებოფერადი  ფანქრებისაღებავებიმაკრატელი. მოსწავლეების მიერ დამზადებული დიდი წიგნი.
ვადები/ხანგრძლივობა
ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი
ფასილიტატორის  სახელი  და  გვარი, ელ.ფოსტა
ნინო ნონიაშვილი
 რესურსები
 წიგნები, კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ფანქრები, ფორმატის ფურცლები.

შეფასების რუბრიკა 
კრიტერიუმები
ნაკლებად
საშუალოდ
სრულიად
სწავლობს მთლიან ტექსტს,ანაწევრებს წინადადებებად, სიტყვებად



ადგენს უკვე ნაცნობი სიტყვებისაგან და წინადადებებისაგან ახალ ტექსტს და კითხულობს



ადარებს ნაწერ სიტყვებს, ადგენს სიტყვების მსგავს ნაწილებს, აცალკავებს განსხვავებულ ნაწილებს



სიტყვებს შლის ბგერებად, ადგენს ნაწილებისაგან სიტყვებს



მთლიანი სიტყვებისაგან ადგენს წინადადებებს, ტექსტს



ცალკეული მარცვლებით აღადგენს სიტყვებს, აღადგენს სიტყვაში დაკლებულ ნაწილს, წინადადებაში სიტყვებს, მთლიან კონტექსტში სვამს წინადადებებს



კითხულობს გამართულად










  გამოყენებული რესურსი



გაკვეთილის მსვლელობა:



ფოტოები