вторник, 9 июня 2015 г.

ვულკანი


























გაკვეთილის გეგმა

საგანი
ბუნებისმცოდნეობა
გაკვეთილის თემა:
ვულკანები
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, II კლასი, პედაგოგი: ნ.ნონიაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
12 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნებიდა შედეგები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
1) იმის გაცნობიერება, რომ ვულკანი არის დედამიწის წიაღიდან გავარვარებული მასის ამოფრქვევა
2) ხელი უნდა შეეწყოს ცდაზე დაფუძნებული კვლევითი უნარჩვევების განვითარებას
საჭირო მასალა:
მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი, პლასტილინი, პოლიეთილენის ნაჭერი, ძმარი, სოდა, ხელსახოცი.







გაკვეთილის მსვლელობა






საორგანიზაციო საკითხები – 2– წუთი

              A ფაზა (გამოწვევა) – 16 წუთი
       მასწავლებელს მოძიებული აქვს საინტერესო სურათები და ისტორიები ვულკანებთან დაკავშირებით და აცნობს მოსწავლეებს.
   მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადაშალონ სახელმძღვანელოები და დააკვირდნენ ვულკანის სურათს. სასურველია აქ მოხდეს სურათის განხილვა
1) რას ხედავთ სურათზე?
2) რა ხდება მათი აზრით?
3) რატომ არის ასეთი ფერები?
    შემდეგ მასწავლებელი წააკითხებს ერთ ან ორ მოსწავლეს მოცემულ ტექსტს. სხვა მოსწავლეები უნდა შეეცადოს ახსნას, რა გაიგო ვულკანის შესახებ წაკითხული ტექსტისა და სურათის მიხედვით.
            
             B ფაზა (შინაარსიის რეალიზება) – 22 წუთი
         მუშაობა ჯგუფებშიცდაჩვენ შევქმნათ ვულკანი
     მასწავლებელი კლასს ყოფს ორ  ჯგუფად და ავალებს დამოუკიდებლად გაეცნონ აღწერილ ცდას, პრეზენტაციის დროს კი უპასუხონ კითხვებს. მასწავლებელი  ჯგუფებს  ურიგებს ცდისათვის საჭირო ყველა მასალას და თვალყურს ადევნებს, რათა თანმიმდევრობით ჩაატარონ ცდები.
   გაშალეთ პოლიეთილენის ნაჭერი და დააფინეთ მაგიდაზე. შუაში დადგით შუშის ქილა და შემოავლეთ თიხამიწა ან  პლასტილინი, ისე, რომ კრატერიანი  (ჩაღრმავებული) მთა  გამოვიდეს. ქილა გაავსეთ ნახევრამდე წყლით, ჩააყარეთ სოდა და დაამატეთ ძმარი და ორი ნაბიჯით უკან დაიხიეთ. ცდის დამთავრების შემდეგ ჯგუფები გამოთქვამენ თავიანთ აზრებს და აკეთებენ დასკვნებს.
      
           C ფაზა (გამთლიანება) – 5 წუთი
  ცდის დამთავრების შემდეგ სვამს კითხვებს?
1)      აღწერეთ მიღებული შედეგები რა დაინახეთ?
2)      განმარტეთ რა კავშირს ხედავთ ამ ცდასა და ვულკანს შორის?



მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს.


вторник, 5 мая 2015 г.

გეომეტრიული ფიგურები ( შემაჯამებელი გაკვეთილი)
























გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
გეომეტრიული ფიგურები“-შემაჯამებელი გაკვეთილი
სწავლების საფეხური
დაწყებითი II კლასი   თარიღი: 5.05.2015 წ
12 - მოსწავლე
მათემატიკა
პედაგოგი
ნ. ნონიაშვილი
აქტივობის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ გაარჩიო სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები ,მოახდინონ მათი ამოცნობა. ფიგურების აღწერა და ერთმანეთთან შედარება, ამოხსნან მარტივი გეომეტრიული ამოცანა, იპოვონ პერიმეტრი
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ.
მოთელვა-წთ
გაკვეთილის დაწყებამდე ვაკრავთ დაფაზე გაკვეილის განრიგს
გონებრივი იერიში-10 წთ
მასალის განმეორების და განმტკიცების მიზნით ბავშვებს ვეკითხებით რომელი ფიგურები ვიცით,დაფაზე ვწერთ:სამკუთხედი,კვადრატი........
მოსწავლეებს მაგიდაზე ექნებათ წინდაწინ გამოჭრილი ფიგურები, დასახელებულ ფიგურას მოსწავლე დებს  გამზადებულ ფორმატზე დახატულ გემში, პარალელურად ახასიეთებს დასახელებულ ფიგურას და ასე ვაგრძელებთ ყველა ფიგურაზე.
ვიდეოს ჩვენება-5 წთ
პროექტორის საშულებით ვაჩვენებ ზღაპარს „გეომეტრიული ფიგურები“ და მოვახდენთ მის ანალიზს.დავსვამ კითხვებს:
რით განსხვავდება წრე სხვა გეომეტიული ფიგურებისგან?
რატომ დარჩა ნაწყენი წრე?
დაასახელეთ ისეთი საგნები რომელსაც აქვს წრის ფორმა?
პრაქტიკული სამუშაო-25 წთ.
პატარებს გავახსენებწითელქუდასზღაპარს და ვეტყვი, რომ წითელქუდას ჩვენთვის საინტერესო გეომეტრიული სამუშაო მოჰქონდა, რომელიც ტყის ბინადრებმა სპეციალურად ჩვენთვის შეადგინეს. მაგრამ ტყეში მსუნაგი მგელი გადაეყარა, მასალა წაართვა და ხუთკლიტუში გამოკეტა. თან დააბარა, იმისათვის რომ ბავშვებმა გეომეტრიული მასალა დაიხსნან, საჭიროა შევამოწმოთ, როგორ იციან არითმეტიკაო. პატარები ხალისით დამთანხმდებიან გამოამჟღავნონ თავიანთი ცოდნა და შეასრულებენ შემდეგ დავალებას, რომელიც მომზადებული მექნება ფორმატის ფურცლებზე.
1.    X+34=76 
2.    89-X= 15
3.    X-(32+16)=10
4.    მააზიაში  ტელევიზორი ღირს 25 ლარი, ანამ გადაიხადა 10 ლარიანი და 20 ლარიანი, რამდენ ლარს დაუბრუნებს გამყიდველი ანას?
5.    ლუკამ რიცხვი 5 გაასამმაგა, დაუმატა 3 და მიღებული პასუხი გაანახევრა.რა რიცხვი მიიღო ლუკამ?
დავალებების ამოხსნის შემდეგ გავხნით კონვერტს და წავიკითხავთ წითელქუდას გამოგზავნილ დავალებას.
მართკუთხა AMNK ოთკუთხედის AM გვერდი არის 10 სმ, MN გვერდი კი 12 სმ, იპოვეთ მოცემული ფიგურის პერიმეტრი?
შეფასება-2 წთ
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაასახელებენ ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს,
რესურსები
მათემაიკის სახელმძღვანელო, მეორე კლასი-გ.გოგიშვილი, დამხმარე  სახელმძღვანელო : რუხაძე
კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი, გეომეტრიული ფიგურები, ფორმატები.

четверг, 26 марта 2015 г.

სკოლის გზაზე














კვეთილის თემა
სკოლის გზაზე
სწავლების საფეხურიდისციპლინა
2 კლასი ბუნება
მოსწავლეთა რაოდენობა
12
პედაგოგი
ნონიაშვილი ნინო
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
 მოსწავლეს შეუძლია ქუჩაში უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა.იციან საგზაო ნიშნები, გზაზე გადასვლის წესები.
 .. განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
 ბუნება 1.7
 თანმიმდევრობა
  •  აქტივობა1. დრო 10 წთ.
 მოსწავლეებს შევამზადებთ გაკვეთილისთვის, წაიკითხავენ ტექსტს, გააკეთებენ მის ანალიზს,
  • აქტივობა 2. დრო 15 წთ
  • გავიხსენებთ საგზაო ნიშნებს, ქუჩაზე გადასვლის წესებს.
  1. რომელი საგზაო ნიშნები ვიცით?
  2. რომელია შუქნიშნის ფერები?
  3. როგორ იქცევით ქუჩაზე გადასვლისას?
  4. როგორ მოვიქცეთ როცა გადასასვლელ გზაზე არ აყენია შუქნიშნები?
  • აქტივობა 3. დრო 5 წთ. - თამაში : ,, გადავკვეთოთ ქუჩა "
მოსწავლე დგება ოთახის სხვადასხვა კუთხეშიმათ ახვეული აქვთ თვალებითითოეულებმა უნდა გაიგნოს გზა და  და მივიდეს ოთახის საპირისპირო კოთხეშიამ აქტივობაში საკმარისია 2 - 3 წყვილის მორიგეობით ჩართვამასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
-რას განიცდიდით ამ დროს?
-თავს უსაფრთხოდ გრძნობდით თუ არა?
-რა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს ქუჩაზე რომ უყურადღებოდ გადავიდეს?
    მასწავლებელი დასძენსრომ ქუჩაზე გადასვლის დროს ფეხით მოსიარულისათვის მთავარ საფრთხეს მოძრავი ავტომანქანები წარმოადგენსამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოიგონეს ადამიანებმა შუქნიშანი და სხვა საგზაო ნიშნები.
  • აქტივობა 4. დრო 10 წთ
  • წინდაწინ გამზადებული მაკეტით გავაწყობთ ქუჩას, მანქანებს, სკოლის მოსწავლეებს და წარმოვადგენთ სცენას სკოლის გზაზე მოძრაობისას 
 შეფასება
 დრო 5 წთ.
გაკვეთილი ფასდება ღიმილაკებით - მომეწონა / არ მომეწონა.
რესურსები
        სამუშაო ფურცლები ცხრილებითა და ნახატებით; სათამაშო მანქანები, თოჯინები, ფერადი ფურცლები, ღიმილაკები.