среда, 1 июня 2016 г.

"სკოლის გზაზე"



 ფრაგმენტები გაკვეთილიდან













































გაკვეთილის გეგმა




კვეთილის თემა
“სკოლის გზაზე”
სწავლების საფეხური/ დისციპლინა
მეორე  კლასი      ბუნება  პედაგოგი: ნ. ნონიაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
12
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია ქუჩაში უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა.იციან საგზაო ნიშნები, გზაზე გადასვლის წესები.
ე.ს.გ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ბუნება 1.7
თანმიმდევრობა
  • აქტივობა1. დრო 10 წთ.
მოსწავლეებს შევამზადებთ გაკვეთილისთვის, წაიკითხავენ ტექსტს, გააკეთებენ მის ანალიზს,
  • აქტივობა 2. დრო 15 წთ
  • გავიხსენებთ საგზაო ნიშნებს, ქუჩაზე გადასვლის წესებს.
  1. რომელი საგზაო ნიშნები ვიცით?
  2. რომელია შუქნიშნის ფერები?
  3. როგორ იქცევით ქუჩაზე გადასვლისას?
  4. როგორ მოვიქცეთ როცა გადასასვლელ გზაზე არ აყენია შუქნიშნები?
  • აქტივობა 3. დრო 5 წთ. - თამაში : ,, გადავკვეთოთ ქუჩა "
2 მოსწავლე დგება ოთახის სხვადასხვა კუთხეში. მათ ახვეული აქვთ თვალები. თითოეულებმა უნდა გაიგნოს გზა და  და მივიდეს ოთახის საპირისპირო კოთხეში. ამ აქტივობაში საკმარისია 2 - 3 წყვილის მორიგეობით ჩართვა. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
-რას განიცდიდით ამ დროს?
-თავს უსაფრთხოდ გრძნობდით თუ არა?
-რა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს ქუჩაზე რომ უყურადღებოდ გადავიდეს?
   მასწავლებელი დასძენს, რომ ქუჩაზე გადასვლის დროს ფეხით მოსიარულისათვის მთავარ საფრთხეს მოძრავი ავტომანქანები წარმოადგენს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოიგონეს ადამიანებმა შუქნიშანი და სხვა საგზაო ნიშნები.
  • აქტივობა 4. დრო 10 წთ
  • წინდაწინ გამზადებული მაკეტით გავაწყობთ ქუჩას, მანქანებს, სკოლის მოსწავლეებს და წარმოვადგენთ სცენას სკოლის გზაზე მოძრაობისას
შეფასება
დრო 5 წთ.
გაკვეთილი ფასდება ღიმილაკებით - მომეწონა / არ მომეწონა.
რესურსები
       სამუშაო ფურცლები ცხრილებითა და ნახატებით; სათამაშო მანქანები, თოჯინები, ფერადი ფურცლები, ღიმილაკები.
  

вторник, 31 мая 2016 г.

"ყიყლიყო"

 
ფრაგმენტები გაკვეთილიდან
 რესურსები:









   









































 გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარი თემა
“ყიყლიყო” ( ინტეგრირებული: ბუნება, ხელოვნება)
სწავლების საფეხური
მეორე კლასი ნ. ნონიაშვილი
მოსწავლეთა პროფილი
12.   
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
კითხვის უნარის გავარჯიშება - შეძლოს შინაარსობრივად დატვირთული ქვეტექსტების შემცველი მხტვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება.
ზეპირმეტყველების უნარის გავარჯიშება.
მეხსიერებისა და ყურადღების გავარჯიშება - შეძლოს გამოცანების ამოცნობას, მცირე ტექსტის შედგენას .
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად იციან შინაური და გარეული ფრინველების შესახებ. ისინი ერთმანეთისაგან გაარჩევენ შინაურ და გარეულ ფრინველებს, რაც ხელს შეუწყობს ამ გაკვეთილის წარმატებით ჩატარებას.იციან ფერების წარმოშობის ისტორია (ზღაპარი), მთავარი და მიღებული ფერები
შეფასების საგანი და პროცედურები
მუშაობა წყვილებში
  1. აქტივობა:
ბარათებზე დაწერილი გამოცანების ამოცნობა, კლიპის ჩვენება,
  1. აქტივობა:
მამლის აღწერა, მისი ნიშან-თვისებების ჩამოყალიბება, მისი როლი და მნშვნელობა ბუნებასა და ადამიანი ცხოვრებაში
3. აქტივობა:
ფერადი და უფერული მამლების შედარება, მცირე ტექსტის შეთხზვა “ფერადი და უფერული მამალი”, პრეზენტაცია.
4. აქტივობა:
ნასწავლი ტექსტის გახსენება “ფერადოვანი ქალაქის ამბები”,
მიღებული და ძირითადი ფერები, საუბარი ფერებზე: “რომელი ფერებით შევღებოთ მამალი?”
5 .აქტივობა:
ტექსტის გაცნობა, ანალიზი, კითხვა,სიტყვის სკივრი, კითხვებზე პასუხი, დავალება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფურცელი, ფერადი ფანქრები, სახელმძღვანელო.
წინდაწინ გამზადებული ბარათები, მამლის სურათები, საწერი კალამი. პროექტორი, კომპიუტერი