вторник, 9 июня 2015 г.

ვულკანი


























გაკვეთილის გეგმა

საგანი
ბუნებისმცოდნეობა
გაკვეთილის თემა:
ვულკანები
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, II კლასი, პედაგოგი: ნ.ნონიაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
12 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნებიდა შედეგები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
1) იმის გაცნობიერება, რომ ვულკანი არის დედამიწის წიაღიდან გავარვარებული მასის ამოფრქვევა
2) ხელი უნდა შეეწყოს ცდაზე დაფუძნებული კვლევითი უნარჩვევების განვითარებას
საჭირო მასალა:
მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი, პლასტილინი, პოლიეთილენის ნაჭერი, ძმარი, სოდა, ხელსახოცი.







გაკვეთილის მსვლელობა






საორგანიზაციო საკითხები – 2– წუთი

              A ფაზა (გამოწვევა) – 16 წუთი
       მასწავლებელს მოძიებული აქვს საინტერესო სურათები და ისტორიები ვულკანებთან დაკავშირებით და აცნობს მოსწავლეებს.
   მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადაშალონ სახელმძღვანელოები და დააკვირდნენ ვულკანის სურათს. სასურველია აქ მოხდეს სურათის განხილვა
1) რას ხედავთ სურათზე?
2) რა ხდება მათი აზრით?
3) რატომ არის ასეთი ფერები?
    შემდეგ მასწავლებელი წააკითხებს ერთ ან ორ მოსწავლეს მოცემულ ტექსტს. სხვა მოსწავლეები უნდა შეეცადოს ახსნას, რა გაიგო ვულკანის შესახებ წაკითხული ტექსტისა და სურათის მიხედვით.
            
             B ფაზა (შინაარსიის რეალიზება) – 22 წუთი
         მუშაობა ჯგუფებშიცდაჩვენ შევქმნათ ვულკანი
     მასწავლებელი კლასს ყოფს ორ  ჯგუფად და ავალებს დამოუკიდებლად გაეცნონ აღწერილ ცდას, პრეზენტაციის დროს კი უპასუხონ კითხვებს. მასწავლებელი  ჯგუფებს  ურიგებს ცდისათვის საჭირო ყველა მასალას და თვალყურს ადევნებს, რათა თანმიმდევრობით ჩაატარონ ცდები.
   გაშალეთ პოლიეთილენის ნაჭერი და დააფინეთ მაგიდაზე. შუაში დადგით შუშის ქილა და შემოავლეთ თიხამიწა ან  პლასტილინი, ისე, რომ კრატერიანი  (ჩაღრმავებული) მთა  გამოვიდეს. ქილა გაავსეთ ნახევრამდე წყლით, ჩააყარეთ სოდა და დაამატეთ ძმარი და ორი ნაბიჯით უკან დაიხიეთ. ცდის დამთავრების შემდეგ ჯგუფები გამოთქვამენ თავიანთ აზრებს და აკეთებენ დასკვნებს.
      
           C ფაზა (გამთლიანება) – 5 წუთი
  ცდის დამთავრების შემდეგ სვამს კითხვებს?
1)      აღწერეთ მიღებული შედეგები რა დაინახეთ?
2)      განმარტეთ რა კავშირს ხედავთ ამ ცდასა და ვულკანს შორის?



მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს.