суббота, 25 марта 2017 г.

მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში

                                        საჩვენებელი გაკვეთილი

გაკვეთილის გეგმა:




გაკვეთილის მთავარი თემა
შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში
სწავლების საფეხური
პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
13 მოსწავლე
არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე.
გაკვეთილის ნიშვნელობა
გაკვეთილზე გამოყენებული თვალსაჩინოებით მოსწავლეები შესძლებენ ორნიშნა რიცხვების შეკრებაგამოკლებას.სააზროვნო უნარჩვევების გამომუშავება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ანგარიში 20 ფარგლებში, რიცხვების დალაგება ზრდადობა-კლებადობით, სხვადასხვა სახის ამოცანების ამოხსნა.
წინასწარი ცოდნა
იციან ანგარიში ოცის ფარგლებში გამარტივების გზით.
უცნობი რიცხვის პოვნა, განტოლებები, უტოლობები, მარტივი ამოცანების ამოხსნა
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ მათი მსჯელობი და წერითი სამუშაოს შესრულების ხარისხით.
შეფასებაგანმავითარებელი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი და ეკრანი, გეომეტრიული ფიგურები,კუბიკები, ნიშნულები,წინდაწინ გამზადებული ფორმატები, კალათა, დაფა,ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა
a-ფაზა: (3წთ)
რა არის მატემატიკა? (ზოგადი ინფორმაცია მატემატიკაზე)
სხვადასხვა მეცნიერებები გამონათქვამები მათემატიკაზე
B-ფაზა: (5 წუთი)
თვლა ოცამდე, ბიჯებით თვლა, ნატურალური რიცხვები, ციფრები, ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები.
·         დავასახელოთ ყველაზე პატარა ერთნიშნა რიცხვი?ორნიშნა?
·         დავასახელოთ ყველაზე დიდი ერთნიშნა რიცხვი? ორნიშნა?
ლუწი და კენტი რიცხვების გახსენება.
რიცხვების დალაგება ზრდადობით და კლებადობით.
კუბიკების გადარჩევა, ლუწი და კენტი რიცხვები.
C -ფაზა:      აქტივობა :1( 5 წუთი)
არითმეტიკული მოქმედებები.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა ერთი მაგალითი , მაგალითი უნდა მაოხსნან გამარტივების გზით( ათამდე დაყვანით და შევსებით) . 7+5, 8+6,13-7
აქტივობა :2 ( 5 წუთი)
უტოლობები
მოცემულ გამოსახულებაში ისე უნდა  ჩასვან მოქმედების ან უტოლობის ნიშანი როკ სწორი უტოლობა მიიღონ, თითოეულ ჯგუფს ეძლება ერთი გამოსახულება 13+5 .. 12-2         12... 5 > 12+2             10+4 < 17- ...
აქტივობა :3 შესვენება ( 7 წუთი)
თამაში ,“ ვაგონი დაიტვირთა“
·         მასწავლებელი ასახელებს გეომეტრიული ფიგურის სახელი დასაწყის ასობგერას, მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ რომელი ფიგურაა და დატვირთონ ვაგონი
მესამე  ვაგონი დატვირთულია გეომეტრიული ფიგურებით, ეს ფიგურები თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელია,
ვაგონი დაიტვირთა  ასობგერა კ-თი (კვადრატი)
რომელიც გამოიცნობს გამოიტანს ფიგურას და ჩადებს ვაგონში
ვაგონი დაიტვირთა ასობგერა ს-თი (სამკუთხედი)
ვაგონი დაიტვირთა ასობგერა მ (მართკუთხედი)
ვაგონი დაიტვირთა ასობგერა წ (წრე)

·         ზოგადი მიმოხილვა გეომეტრიულ ფიგურებზე, აღწერენ ფიგურებს, მონიშნავ ფიგურის გვერდებს, წვერებს და კუტხეებს, იპოვნიან პერიმეტრს
აქტივობა: 4 ამოცანები (10 წუთი)
სტუმარი კლასში, ანიმაციური გმირი, ჟირაფი ჟოზე ( სიმღერა „ მათემატიკა“
თითოეულ ჯგუფს ეძლევა სამი სხვადასხვა შინაარსის ამოცანა,
აქტიბობა : 7 განტოლებები  ( 5 წუთი)
X+4=12        X-5=14     7- X =1
აქტივობა : 8  ( 5 წუთი)
ბოლო აქტიბობაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები, სამმა სტუმარტმა სამივე ჯგუფისთვის უნდა დაწეროს ნებისმიერი სახის მაგალითი , განტოლება, ან მაგალითი
გაკვეთილის ბოლოს მოხდება მოსწავლეთა აქტიურობის შეფასება, განმავითარებელი კომენტარით



      


 ფოტო მასალა: