среда, 1 июня 2016 г.

"სკოლის გზაზე"



 ფრაგმენტები გაკვეთილიდან













































გაკვეთილის გეგმა




კვეთილის თემა
“სკოლის გზაზე”
სწავლების საფეხური/ დისციპლინა
მეორე  კლასი      ბუნება  პედაგოგი: ნ. ნონიაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
12
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია ქუჩაში უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა.იციან საგზაო ნიშნები, გზაზე გადასვლის წესები.
ე.ს.გ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ბუნება 1.7
თანმიმდევრობა
  • აქტივობა1. დრო 10 წთ.
მოსწავლეებს შევამზადებთ გაკვეთილისთვის, წაიკითხავენ ტექსტს, გააკეთებენ მის ანალიზს,
  • აქტივობა 2. დრო 15 წთ
  • გავიხსენებთ საგზაო ნიშნებს, ქუჩაზე გადასვლის წესებს.
  1. რომელი საგზაო ნიშნები ვიცით?
  2. რომელია შუქნიშნის ფერები?
  3. როგორ იქცევით ქუჩაზე გადასვლისას?
  4. როგორ მოვიქცეთ როცა გადასასვლელ გზაზე არ აყენია შუქნიშნები?
  • აქტივობა 3. დრო 5 წთ. - თამაში : ,, გადავკვეთოთ ქუჩა "
2 მოსწავლე დგება ოთახის სხვადასხვა კუთხეში. მათ ახვეული აქვთ თვალები. თითოეულებმა უნდა გაიგნოს გზა და  და მივიდეს ოთახის საპირისპირო კოთხეში. ამ აქტივობაში საკმარისია 2 - 3 წყვილის მორიგეობით ჩართვა. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
-რას განიცდიდით ამ დროს?
-თავს უსაფრთხოდ გრძნობდით თუ არა?
-რა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს ქუჩაზე რომ უყურადღებოდ გადავიდეს?
   მასწავლებელი დასძენს, რომ ქუჩაზე გადასვლის დროს ფეხით მოსიარულისათვის მთავარ საფრთხეს მოძრავი ავტომანქანები წარმოადგენს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოიგონეს ადამიანებმა შუქნიშანი და სხვა საგზაო ნიშნები.
  • აქტივობა 4. დრო 10 წთ
  • წინდაწინ გამზადებული მაკეტით გავაწყობთ ქუჩას, მანქანებს, სკოლის მოსწავლეებს და წარმოვადგენთ სცენას სკოლის გზაზე მოძრაობისას
შეფასება
დრო 5 წთ.
გაკვეთილი ფასდება ღიმილაკებით - მომეწონა / არ მომეწონა.
რესურსები
       სამუშაო ფურცლები ცხრილებითა და ნახატებით; სათამაშო მანქანები, თოჯინები, ფერადი ფურცლები, ღიმილაკები.