წითელი და მწვანე (გაკვეთილის გეგმა)

კვეთილის თემა
წითელი და მწვანე
სწავლების საფეხურიდისციპლინა
1 კლასი, ქართული ენა
მოსწავლეთა რაოდენობა
10
პედაგოგი
ნონიაშვილი ნინო
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
 მოსწავლეს შეუძლია ქუჩაში უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა
 .. განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
 ბუნება 1.7
 თანმიმდევრობა
  •  აქტივობა1. დრო 3წთ.
 მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად. მუსიკის ხმაზე ტრიალებენ , ცეკვავენ, მელოდიას ჰყვებიან საათის ისრის მიმართულებით. როგორც კი გაჩერდება მელოდია, ერთმანეთს ესალმებიან წყვილებში როგორც 2 ქვეითად მოსიარულე / 2 ავტომანქანა / 2 შუქნიშანი / 2 გზაჯვარედინი.
  • აქტივობა 2. დრო 12 წთ.
კლასი იყოფა 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება წინასწარ მომზადებული სამუშაო ფურცლები, რომლის ზედა ნაწილშიც გამოსახულია ქალაქის ქუჩა გზაჯვარედინით, ტროტუარით, გადასასვლელით, ტრანსპორტით და ადამიანებით.                                 მოსწავლეები ათვალიერებენ ნახატს და აღწერენ ფრონტალურად.                                              შემდგომ მუშაობენ წყვილებში - ნახატის ქვემოთ მოცემულია ცხრილი. ნიმუშის მიხედვით მოსწავლეებმა ცალ-ცალკე უნდა დაითვალონ ბავშვების, ქალების, კაცების, ხეების, ავტომანქანების, სახლების, ძაღლების რაოდენობა და ცხრილის შესაბამის გრაფებში უნდა გააკეთონ სათანადო აღნიშვნები.  მოსწავლეები აანალიზებენ ცხრილს მარტივად: ამ ქუჩაზე ვინ / რა გვხვდება? ვინ / რა გვხვდება ყველაზე დიდი რაოდენობით?
  • აქტივობა 3. დრო 7 წთ. - თამაში : ,, გადავკვეთოთ ქუჩა "
2 მოსწავლე დგება ოთახის სხვადასხვა კუთხეში. მათ ახვეული აქვთ თვალები. თითოეულებმა უნდა გაიგნოს გზა და  და მივიდეს ოთახის საპირისპირო კოთხეში. ამ აქტივობაში საკმარისია 2 - 3 წყვილის მორიგეობით ჩართვა. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
-რას განიცდიდით ამ დროს?
-თავს უსაფრთხოდ გრძნობდით თუ არა?
-რა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს ქუჩაზე რომ უყურადღებოდ გადავიდეს?
    მასწავლებელი დასძენს, რომ ქუჩაზე გადასვლის დროს ფეხით მოსიარულისათვის მთავარ საფრთხეს მოძრავი ავტომანქანები წარმოადგენს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოიგონეს ადამიანებმა შუქნიშანი და სხვა საგზაო ნიშნები.
  • აქტივობა 4. დრო 3 წთ
  • PowerPoiont - პრეზენტაცია საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის წესებზე.მასწავლებელი პარალელურად საუბრობს, თუ ვის და როგორ უნდა მიმართონ ბავშვებმა ქუჩაში, როცა ისინი ამა თუ იმ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
  • აქტივობა 5. დრო 7 წთ.- საგზაო ნიშნების შექმნა.
მასწავლებელი თითოეულ უფს ურიგებს თითო სუფთა და ფერად ქაღალდს  და აძლევს მითითებას, რომ თეთრ ქაღალდზე შექმნან თითო საგზაო ნიშანი:
  I ჯგუფი - შუქნიშნის წითელი ფერი
 II ჯგუფი - შუქნიშნის მწვანე ფერი
 III ჯგუფი - შუქნიშნის ყვითელი ფერი
 IV ჯგუფი - გადასასვლელი ლურჯ კვადრატში.
 შეფასება
 დრო 3 წთ.
გაკვეთილი ფასდება ღიმილაკებით - მომეწონა / არ მომეწონა.
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
  •  PowerPoiont - პრეზენტაცია;
  • სამუშაო ფურცლები ცხრილებითა და ნახატებით;
  • ფერადი / თეთრი ქაღალდები;
  • ღიმილაკები.

Комментариев нет:

Отправить комментарий