среда, 22 октября 2014 г.

ტყუპები

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემატყუპები ( ეზოში, ტოვლის პაპა, მდინარე)
სწავლების საფეხური და კლასი      II  კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი, გვარისაგნები            მასწავლებლის სახელი გვარი

ქართული        
ბუნება              ნინო ნონიაშვილი
ხელოვნება        
 მოსწავლეთა  რაოდენობა  12 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეების რაოდენობა და პროფილი  არ მყავს
გაკვეთილის სასწავლო მიზნები საგნების მიხედვითქართული:
1.კითხვის უნარის გავარჯიშება _ შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გაგება.
2. ტექსტზე მუშაობის უნარის გავარჯიშება _ შეძლოს ლექსის დაყოფა შინაარსობრივ მონაკვეთებად.
3. ზეპირმეტყველების უნარის გავარჯიშება _ შეძლოს საუბარი თემაზე რა ხდება გაზაფხულზე.
4. წერითი უნარის გავარჯიშება _ წერილობით (საკუთარი სიტყვებით) გადმოსცეს რა ხდება გაზაფხულზე.
5. ენობრივ მოვლენებზე დაკვირვება _ გაიგოს რა არის ძახილის წინადადება და შეძლოს მისი მოძებნა ტექსტში და მოფიქრება.
ბუნება:
     მარტივი მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების   განვითარება (დაკვირვება, აღწერა)
ხელოვნება:
    1. შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების უნარის განვითარება     
 2. წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები / ინდიკატორები (საგნების მიხედვით)ქართული:
 II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
 II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
 II.4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
 II.6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ მითითებული წინადადებების მოძებნა ტექსტში.
 II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტის დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
  ბუნება:

 II.6.  მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება (აკვირდება ამინდის ცვალებადობას; მსჯელობს თითოეული სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდია შესახებ)
ხელოვნება:
 II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმარტოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრების შექმნისას.
 II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას შეუძლია დაკვირვების შედეგების ასახვა ნამუშევარში.
 II.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
 თანმიმდევრობა ( აქტივობა და დრო)
  1. კლასის ორგანიზება _ 2 წთ.
  2. გონებრივი იერიში _ გავიხსენოთ რა ვიცით ზამთრის შესახებ (ზამთრის თვეები,,რა ხდება ზამთარში) _ 10 წთ.
  3. ტექსტის კითხვა _ 5 წთ.
  4. რუბრიკა ,,სიტყვათა სკივრი"(ლექსიკის დამუშავება) _ 10 წთ.
  5. ტექსტის გააზრება _ 10 წთ.
  6. ჯგუფების გაკეთება, წესების გაცნობა
  7. დავხატოთ .
  8. დამოუკიდებელი სამუშაოს შეჯამება _ 5 წთ.(როგორია თქვენ მიერ გამოყენებული ფერები ცივი თუ თბილი, რატომ გამოიყენეთ ეს ფერები?)
  9. ერთ სიტყვიანი, ორი და სამ სიტყვიანი წინადადებების დასახელება 
  10. წინადადებების შედგენა _ 7 წთ. (,,სიტყვათა სკივრის" რუბრიკაში მოცემულ სიტყვებზე შევადგინოთ  წინადადებები)
  11. დებრიფინგი(სლაიდშოუ) _ 10 წთ.(მოსწავლეებს გავახსენებ იმ თემებს, რომლებზეც გაკვეთილის მსვლელობისას ვისაუბრეთ, ეს უფრო სახალისო რომ გახდეს გამოვიყენებ წინასწარ მომზადებულ სლაიდშოუს)
  12. საშინაო დავალება 2 წთ
  13. შეფასება _ 5 წთ.
 შეფასება
ვაფასებ ჩართულობას, დამოუკიდებელი აზროვნების უნარს.
 ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას, შეფასების რუბრიკას.
 საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, სახატავი ფურცლები,  ფერადი ფანქრები,დაფა, ცარცი, კომპიუტერი, 
                                                შეფასების  რუბრიკა
            0               1               2
დამოუკიდებელი აზროვნების უნარივერ ახერხებს საკუთარი აზრის გამოთქმასგამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ უჭირს თანმიმდევრული მსჯელობაგასაგებად აყალიბებს მოსაზრებებს და თანმიმდევრულად ავითარებს მას
 ჩართულობაუჭირს ყურადღების კონცენტრირება, არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაშიჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ ხანდახან ეფანტება ყურადღებაჩართულია საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად მონაწილეობს აქტივობებში
 სხვისი აზრის პატივისცემაარ უსმენს სხვების აზრს, ხშირად აწყვეტინებსყოველთვის არ უსმენს, მაგრამ აქვს ადეკვატური რეაქციებიუსმენს სხვების აზრს და აანალიზებს
 ცოდნის გამოყენებადახმარების გარეშე ვერ პოულობს საჭირო ადგილებს ტექსტში, ვერ ადგენს წინადადებებსარასრულყოფილად პოულობს მითითებულ სიტყვებს, წინადადებებს, ახერხებს მოკლე წინადადებების შედგენასუშეცდომოდ პოულობს მითითებულ ადგილებს, ადეკვატურად იყენებს სიტყვებს და ადგენს სრულ წინადადებებს




რესურსები.სურათები








четверг, 2 октября 2014 г.

სიტყვის კაცი

გაკვეთილის მთავარი თემა
სიტყვის კაცი
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
II კლასი, 13მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ახალი სიტყვის მნიშვნელობა.გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. თხრობისას გამოიყენონ მართებული სიტყვაფორმები. შეძლონ მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება. შეძლონ კარნახით  ტექსტის ჩაწერა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ამბის გადმოცემისას გამოიყენოს მართებული
სიტყვაფორმები და მარტივი წინადადებები.თავისუფლად ამოიცნოს ნაცნობი სიტყვები. გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებული კითხვა.ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიოს მითითებული სიტყვა.შეადაროს და კითხვის დასმის საშუალებით დააჯგუფოს სიტყვები. დაწეროს კარნახით. სახელები და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები შეათანხმოს რიცხვში.
ქართ.II.3.მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა.
ქართ.II.6.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტში ინფორმაციის მოძიება მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ.II.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქართ.II.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა.
ქართ.II.12.მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან, რომ წინადადება სიტყვებისაგან შედგება, სიტყვები კი-მარცვლებისა და ასოებისაგან. აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ზოგ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, ზოგს არა. იციან, რომ სხვადასხვა საგნები, სხვადასხვა სიტყვით აღინიშნება.განვითარებული აქვთ პაუზებით კითხვის უნარი. დაუფლებული არიან ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს
შეფასების საგანი დაპროცედურები
წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით ვაფასებ ჯგუფურ მუშაობას და პრეზენტაციას.გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები,ბარათზე დაწერილი სიტყვები:
კარადა, აბრგა, კურდღელი,,კაბადა,ბუდღლი მგელი დარაგი, კალათა, მაგიდა, დურკა, დათვი, დრგუ,კლდე.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმეტი
კლასის ორგანიზება. 2 წთ.კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.
A-ფაზა. გამოწვევა.5 წთ.
აქტივობა 1. ჯგუფებს ვურიგებ ფურცლებს, სადაც ტექსტი წერია. ვაძლევ დავალებას ყურადღებით წაიკითხონ ნაწერი და გადახაზონ ის ნაწერი., რომელიც არ არის სიტყვა. რა განსხვავებაა მათ შორის?
ვსვამ კითხვას: რისგან შედგება წინადადება?
დაფაზე ვაკრავ ასოციაციურ რუკას, სადაც წერია ,,სიტყვადა მივმართავ კლასს: შევავსოთ რუკა როგორი შეიძლება იყოს სიტყვა?
B-ფაზა.შინაარსის რეალიზება.
აქტივობა 2.9 წთ.პაუზებით კითხვა.
სამივე ჯგუფს წავაკითხებ ფრაგმენტებს ტექსტიდან. ვსვამ კითხვებს: რატომ ფიქრობთ ასე? რა გაძლევთ ამის მიზეზს? როგორ დავეხმაროთ ზაქარიას?
აქტივობა 3. 6 წთპროექტორის საშუალებით ვიყენებ საპრეზენტაციო რესურსსტექსტის კონსტრუირება.ბავშვებს ვაძლევ დავალებას წაიკითხეთ ტექსტი და ჯგუფებში გაამთლიანეთ. ჯგუფები აკეთებენ გამთლიანებული ტექსტის პრეზენტაციას.
აქტივობა 4. 6 წთ.თამაში: ,,რა რას ჰქვია
თამაშში მონაწილეობს 2-2 ჯგუფი.ერთ ჯგუფს გადავცემ ფურცელზე დაწერილ სიტყვას, რომელიც მან ისე უნდა ახსნას, რომ მეორე ჯგუფმა სიტყვა გამოიცნოს.
აქტივობა 5. 5 წთ..წერითი დავალება.ჩასვი საჭირო სიტყვები და ისე გადაწერე:
კაცს სკივრი .....
სკივრზე უცხო ფრინველი....
ზაქარიას ყველაფრის სახელი....
აქტივობა 6.10 წთ.  პერსონაჟების დახასიათება.
ბავშვებს ვთხოვ დახატონ  ,,სიტყვის კაცი
ვსვამ კითხვებს: ჩვენი მოთხრობის მიხედვით, როგორი იყო ,,სიტყვის კაცი“? როგორი იყო ზაქარია? ბავშვებმა უნდა შეადარონ ერთმანეთს ზაქარია და სიტყვის კაცი. მოსწავლეებთან ერთად ვადგენ ,,ვენის დიაგრამას“,სადაც თვალნათლივ გამოჩნდება
სიტყვის კაცისა და ზაქარიას მსგავსება და განსხვავება.
მოსწავლეების ყურადგება გადამაქ მჭადზე.რა იციან მის შესახებ, თუ უნახავთ წისქვილი, დაფქვის პროცესი.ვაჩვენებ სლაიდს და მივაწვდი მწირე ინფორმაციას. მიღებულ ცოდნას კი უკვე სამზარეულოში პრაქტიკულად გამოიყენებენ და მზარეულის დახმარებით გამოაცხობენ მჭადებს.
C-ფაზა. რეფლექსია.
შევაჯამებ გაკვეთილს. მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. მივცემ სახელმძღვანელოდან ,,წერით დავალებას.
კრიტერიუმები
                     




1–3
4–5
6–7
8–10
გამართული და სწორი მეტყველება
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს,უჭირს გამართულად საუბარი
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
გამართულად მეტყველებს,იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
გამართულად მეტყველებს,აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივგამომსახველობით საშუალებებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
მეტნაკლებად ახერხებს საკუთარი აზრის დემონსტრირებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
აქტიური მონაწილეობა
იშვიათად მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
ყოველთვის მონაწილეობს
ყოველთვის მონაწილეობს და სწორად წარმართავს საკლასო მსჯელობას.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ვერ ახერხებს კითხვებ პასუხის გაცემას
მეტნაკლებად ახერხებს
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს
სხვადასხვა სახის ტექსტის აღქმა და შინაარსის გადმოცემა
უჭირს  შინაარსის გადმოცემა და ვერ ახერხებს ტექსტის აღქმას
მოსწავლე მეტნაკლებად აღიქვამს ტექსტს.
მოსწავლე თითქმის ყოველთვის ახერხებს ტექსტის ადეკვატურად აღქმას და შინაარსის გადმოცემას
ყოველთვის კარგად ახერხებს და აღიქვამს
სხვადასხვა სახის ტექსტს და გადმოცემს მათ შინაარს.