среда, 18 апреля 2018 г.

პროექტი "წელიწადი ოთხი დრო"

                                       წელიწადის ოთხი დრო




პროექტის  მთავარი იდეა: ბავშვები  ეცნობიან წელიწადის დროებს. უყალიბდებათ  ელემენტარული წარმოდგენები თითოეული დროის  შესახებ.
პროექტის  აქტუალობა:ბავშვებმა  ბუნებაზე და გარემოზე  დაკვირვების შედეგად
დააზუსტონ  და განსაზღვრონ  საკუთარი წარმოდგენები სეზონებს შორის.
პროექტის  მიზნები: წელიწადის თითოეული დროის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შესწავლა, სეზონების მახასიათებლების მიხედვით წელიწადის დროების გარჩევა-განსხვავება.
მოსწავლეთა ასაკი: 7 წელი 12 მოსწავლე
მოსალოდნელი შედეგები: პროექტი იქნება წარმატებული,მოსწავლეებს ექნებათ შეხედულებები წელიწადის ოთხი დროის შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფურცლები,ფერადი ფანქრები,პროექტორი, სხვადასხვა სუვენირები,
პროექტის მსვლელობა : 3 კვირა ( 6 გაკვეთილი)
პირველი დღე:
აქტივობა1:პროექტორის საშუალებით ხდება ი.გოგებაშვილის მოთხრობა:“4 სურვილი“ გაშუქება.მოსწავლეები ახდენენ ტექსტის ანალიზს.
აქტივობა2:გაზაფხული,წელიწადის დროა ,რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრძელდება გაზაფხულის ბუნიობის მომენტიდან ზაფხულისს ბუნიობის მომენტამდე.გაზაფხულის თვეებია:მარტი,აპრილი,მაისი.დაკვირვება ბუნების ცვლილებებზე,მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას გაზაფხულზე.
აქტივობა3:ზაფხული წელიწადის  დროა, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან,შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე გრძელდება.ზაფხულის თვეებია:ივნისი,ივლისი,აგვისტო.აკეთებენ პრეზენტაციას ზაფხულზე.
აქტივობა4:შემოდგომა წელიწადის დროა,რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობიდან ზამთრის ბუნიობამდე გრძელდება.შემოდგომის თვეებია:სექტემბერი,ოქტომბერი,ნოემბერი.რა მოვლენებია დამახასიათებელი შემოდგომისათვის.ადამიანის შრომითი საქმიანობების აღწერა.პრეზენტაცია შემოდგომაზე.
აქტივობა5:ზამთარი წელიწდის დროა,რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე გრძელდება.ზამთრის თვეებია:დეკემბერი,იანვარი,თებერვალი.გაიხსენებენ ლექსებს ზამთარზე და გააკეთებენ პრეზენტაციებს.
მეორე დღე:
აქტივობა6:მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაციები თვეთა ძველი სახელწოდებების შესახებ და გააკეთეს პრეზენტაცია თითოეული თვის ირგვლივ.
აქტივობა7: ჯგუფებს ურიგდებათ ბარათები.
ჯგუფი1:რომელია ზედმეტი და რატომ ?სექტემბერი,იანვარი,ოქტომბერი,ნოემბერი.
ჯგუფი2:თვეები დააკავშირე შესაბამის სეზონებთან.
ჯგუფი3:რომელ დროზეა საუბარი?
ჯგუფი4:მოცემული სიტყვები დაალაგე და შეადგინე წინადადებები.
მესამე დღეს:
აქტივობა8: ნახატების დახატვა წელიწადის დროებზე და პრეზენტაციები.
მეოთხე დღე:
აქტივობა 9: გამოკითხვა სკოლაში, "თქვენი საყვარელი წელიწადის დრო"
მეხუთე დღე:
აქტივობა 10: ტანსაცმლის მორთვა შესაბამისი წელიწადის დროის მიხედვით
მეექვსე დღე:
აქტივობა: 10 პრეზენტაცია და შეჯამება
საგნებთან და საგანთა ჯგუფებთან კავშირი:
ლიტერატურა-იხსენებენ ლექსებს წელიწადის დროებზე.ამბობენ ანდაზებს და გამოცანებს.
ხელოვნება -ხატავენ წელიწადის დროებს.

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინტერნეტში მასალების მოძიება და ბლოგის შექმნა.
პედაგოგი: ნ ნონიაშვილი

ფოტო მასალა: