გაკვეთილის გეგმა
N
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო (წთ)
| ||
1
|
თავდაპირველად ვესალმები მოსწავლეებს, გავაცნობ გაკვეთილის თემას, გაკვეთილის მიზანს, შეფასების რუბრიკებს.
|
ლექციური
|
მთელი კლასი
|
ელ. დაფა, გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი, შეფასების რუბრიკები
| ||
2
|
გამოწვევის ფაზაზე პროგრამაPowerPoint-ის გამოყენებით ვაჩვენებ მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის სურათებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებსაც აქვს მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის, ცილინდრის, კონუსის ფორმა. თითოეულ შემთხვევაში მოსწავლეებს ვაძლევ შეკითხვას, რომელ სივრცით ფიგურას ამოიცნობენ?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ელ. დაფა პროგრმა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
| ||
3
|
წვდომის ფაზაზე მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: სურათის მიხედვით დაასახელეთ წარმოდგენილი მართკუთხა პარალელეპიპედის წახნაგები, წიბოები, წვეროები. შემდეგ მოსწავლეთა ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომმოპირდაპირე წახნაგები მდებარეობს სიბრტყეებზე, რომლებსაც საერთო წერტილი არა აქვს. შემდეგ კი განვუმარტავ, რომ ეს პარალელური სიბრტყეებია.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
ელ. დაფა პროგრმა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
| ||
4
|
შემდეგ მოსწავლეებს წარმოვუდგენ მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, ექვსკუთხა პრიზმის, სამკუთხა, ოთხკუთხა და ექვსკუთხა პირამიდების სურათებს და ვაძლევს შეკითხვებს:
1)რა ფიგურებით არის შემოსაზღვრული მრავალწახნაგები?
2)რას წარმოადგენს იგი მრავალწახნაგასთვის?
3)რას წარმოადგენს მრავალწახნაგასთვის წახნაგების გვერდები?
4)რას წარმოადგენს მრავალწახნაგასთვის ყოველი წახნაგის წვეროები?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ელ. დაფა
პროგრამაPowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
| ||
5
|
ამის შემდეგ სათითაოდ წარმოვუდგენ მოსწავლეებს მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის, ცილინდრისა და კონუსის შლილებს. თითოეულ შემთხვევაში ვთხოვ მათ, ამოიცნონ, თუ რომელი ფიგურის შლილებია წარმოდგენილი.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ელ. დაფა
პროგრამაPowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
| ||
6
|
მოსწავლეების ნაწილს დავურიგებ წინასწარ დამზადებულ შლილებს და მივცემ დავალებას: მოცემული შლილებით შექმნან შესაბამისი სივრცითი ფიგურები. ნაწილს კი დავურიგებ მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის კარკასების ასაგებად საჭირო მასალას და ვთხოვ, 5 წუთში წარმოადგინონ შესაბამისი სივრცითი ფიგურების კარკასები.
|
პრაქტიკული მუშაობა,
სწავლა კეთებით
|
წყვილებში მუშაობა
|
სივრცითი ფიგურების შლილები, წებო; სივრცითი ფიგურების კარკასის დასამზადებელი ჩხირები და პლასტელინი
| ||
7
|
მოსწავლეებს წარმოვუდგენ მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, ექვსკუთხა პრიზმის, სამკუთხა, ოთხკუთხა და ექვსკუთხა პირამიდების სურათებს, პარალელურად მაქვს წინასწარ მომზადებული ცხრილი სადაც აღნიშნული ფიგურებისთვის შემდეგი აღნიშვნებია შემოტანილი:წვეროების რაოდ- v
წახნაგების რაოდენობა - f
წიბოების რაოდ - e.
მოსწავლეები შემოტანილი აღნიშვნების მიხედვით ავსებენ ცხრილს. ამის შემდეგ შევაჯამებ ცხრილში წარმოდგენილ მონაცემებს,
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ელ. დაფა
პროგრამაPowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
| ||
8
|
გაკვეთილის ბოლოს ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ გაცნობილი რუბრიკების მიხედვით და ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები, სახელმძღვანელო
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შეფასება: განმსაზღვრელი
პედაგოგი : ნ.ნონიაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий