понедельник, 9 октября 2017 г.

ჩვენი კლასის პირველი სტუმარი- სიტყვის კაცი

გაკვეთილის    გეგმა






გაკვეთილის მთავარი თემა
სიტყვის კაცი
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
II კლასი, 12მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ახალისიტყვის მნიშვნელობა.გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგითხრობისასგამოიყენონ მართებული სიტყვაფორმებიშეძლონ მხატვრული ტექსტის წაკითხვა დაგაგებაშეძლონ კარნახით  ტექსტის ჩაწერა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ამბის გადმოცემისას გამოიყენოს მართებული
სიტყვაფორმები და მარტივი წინადადებები.თავისუფლად ამოიცნოს ნაცნობი სიტყვები.გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებული კითხვა.ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიოს მითითებული სიტყვა.შეადაროს დაკითხვის დასმის საშუალებით დააჯგუფოს სიტყვებიდაწეროს კარნახითსახელები და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები შეათანხმოს რიცხვში.
ქართ.II.3.მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა.
ქართ.II.6.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტში ინფორმაციი სმოძიება მონაკვეთების წაკითხვა დაგაგება.
ქართ.II.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქართ.II.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა.
ქართ.II.12.მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციანრომ წინადადება სიტყვებისაგან შედგებასიტყვები კი-მარცვლებისა და ასოებისაგანაქვთ გათვითცნობიერებულირომ ზოგ სიტყვას აქვს მნიშვნელობაზოგსრაიციანრომ სხვადასხვა საგნებისხვადასხვა სიტყვით აღინიშნება.განვითარებული აქვთ პაუზებით კითხვის უნარი.დაუფლებული არიან ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს
შეფასების საგანი და პროცედურები
წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით ვაფასებ ჯგუფურ მუშაობას და პრეზენტაციას.გამოვიყენებგანმავითარებელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკურირესურსები
დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,
ბარათზე დაწერილი სიტყვები:
ნაზუქი, მჭადი, კვერი, პური.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმეტი
კლასის ორგანიზება
A-ფაზაგამოწვევა.5 წთ.
აქტივობა 1. ჯგუფებს ვურიგებ ფურცლებსსადაც ტექსტი წერია.ვაძლევ დავალებას ყურადღებით წაიკითხონ ნაწერი და გადახაზონის ნაწერი., რომელიც არ არის სიტყვარა განსხვავებაა მათშორის?
ვსვამ კითხვასრისგან შედგება წინადადება?
დაფაზე ვაკრავ ასოციაციურ რუკას,სადაც წერია ,,სიტყვადამივმართავ კლასსშევავსოთ რუკა როგორი შეიძლება იყოს სიტყვა?
B-ფაზა.შინაარსის რეალიზება.
აქტივობა 2.9 წთ.როლების განაწილება
გავინაწილებთ როლებს და დავდგამთ სცენარს
აქტივობა 3.10 წთ.  პერსონაჟების დახასიათება.
ბავშვებს ვთხოვ დახატონ  ,,სიტყვის კაცი
ვსვამ კითხვებსჩვენი მოთხრობის მიხედვითროგორი იყო ,,სიტყვისკაცი“? როგორი იყო ზაქარია?ბავშვებმა უნდა შეადარონ ერთმანეთს ზაქარია და სიტყვის კაციმოსწავლეებთან ერთად ვადგენ ,,ვენის დიაგრამას“,სადაც თვალნათლივ გამოჩნდება
სიტყვის კაცისა და ზაქარიას მსგავსება და განსხვავება.
მოსწავლეები წერენ, როგორია მათი თვალით დანახული სიტყვისკაცი
მოსწავლეების ყურადგება გადამაქ მჭადზე.რა იციან მის შესახებ, თუ უნახავთ წისქვილი, დაფქვის პროცესი.ვაჩვენებ სლაიდს და მივაწვდი მწირე ინფორმაციას.
C-ფაზარეფლექსია.
შევაჯამებ გაკვეთილს.მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებასმივცემ სახელმძღვანელოდან ,,წერით დავალებას.


რესურსები:
































среда, 26 апреля 2017 г.

წიგნი-ჩვენი მეგობარი

პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება; ინოვაციური მეთოდის  ,,კითხვის   სწავლებისადმი  ჰოლისტური მიდგომა დიდი  წიგნების   გამოყენებითდანერგვა სასწავლოპროცესში.
პროექტის აქტუალობა:
წიგნი  კაცობრიობის  გენიის  მიერ  ნაანდერძევი,  თაობიდან  თაობაში  გარდამავალი  უძვირფასესი  მემკვიდრეობაა.  წიგნი  აზრის  ხომალდებია,  რომლებიც  მოგზაურობენ  დროის  ტალღებზე  და  თავიანთი ძვირფასი  ტვირთი  ფრთხილად  მიაქვთ ცხოვრების ურთულეს გზაზე. წიგნი  ალბათ,  ყველაზე  რთული  და  უდიდესი  სასწაულია  ყველა  სასწაულთაგან,  რომელიც  შეიქმნა  თავისი  მომავალი  ბედნიერებისა  და  ძლევამოსილობის  გზაზე. . .
       პროექტი  ,,წიგნი-ჩემი მეგობარი“ და  მეთოდი  ,,კითხვის სწავლებისადმი  ჰოლისტური  მიდგომა  დიდი  წიგნების  გამოყენებით ხელს  შეუწყობს,  აზიაროს მოსწავლეები წიგნის შექმნის პროცესს ეზოპეს იაგვ არაკის  „ლომი და თაგვის“ მიხედვით
პროექტის მიზნები:
ხელი  შეუწყოს  პროგრამის  ,,ქართული  ხელნაწერი  წიგნი” დაწყებითი  საფეხურის  მოსწავლეთათვის ადაპტირებას; საგანმანათლებლო პროექტშიპირველკლასელთა ჩართვა; წიგნის  წარმოშობის  ისტორიის  გაცნობას; წიგნის  მახასიათებლების    შესწავლას;  კითხვის  ტექნიკის  გაუმჯობესებას;მოსაწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციისუნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;  ლექსიკური  მარაგის  გამდიდრებას; გაგებას;წიგნთან ურთიერთობის  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;  წიგნისადმი  ინტერესის  გაღვივებას; ელექტრონული,  აუდიო  და  ინტერაქტიული  წიგნების  გაცნობასა  და  გამოყენებას;  ინოვაციური მეთოდის დანერგვასსასწავლო პროცესში; მოსწავლეთა  ჩაბმას შემოქმედებით და საინტერპრეტაციოსაქმიანობაში, მათი  კომპეტენციების  ამაღლებას.
 პროექტი ითვალისწინებს საგანთა ინტეგრაციას და ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების შესაქმნელად.
მონაწილეთა ასაკი:
6-7 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:  
17 აპრილიდან-27 აპრილამდე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლე   შეძლებს,  მოისმინოს,  ადეკვატურად  აღიქვას  და  გადმოსცეს  მარტივი  ინფორმაცია  მისთვის  ნაცნობ  თემაზე  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება  წაკითხულის  მიმართ;   გაუმჯობესდება  კითხვის  ტექნიკა;  ხელი  შეეწყობა  ინოვაციური  მეთოდის  დანერგვას;  მოსწავლეთა  კომპეტენციების  განვითარებას;   თეორიული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენებას.  რაც  მთავარია,  მოსწავლე  ყალიბდება  აქტიურ  მკითხველად.
დიზაინი:
 პროექტის  თანმიმდევრულობა  დაცულია.  პროექტი  შესრულებულია  ქართულ  ენაზე.
დამხმარე საშუალებები და ძირითადი რესურსები:
დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ტექსტები ფერადი ნახატებით, დიდი ასოებითა და  ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები , სიტყვების კედელი, სიტყვების სკივრი, სიტყვების ლოტო,  ფერადი  ფურცლები,  წებო,  ფერადი  ფანქრები,  საღებავები,  მაკრატელი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1:  წიგნის ისტორია
 მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ ინფორმაციასა და სურათებს  წიგნის შექმნის ისტორიის  შესახებ; გადაუღებენ ფოტოებსა და ვიდეოებს; გაუზიარებენ ერთმანეთს  აზრებს  და დაახასიათებენ  თითოეულ მათგანს. შევქმნით უძველესი წიგნის ნიმუშებს: ტყავზე შესრულებულს, ხელნაწერს და სტამბაში დაბეჭდილს.
აქტივობა 2: დიდი წიგნის შექმნა.
 მოვახდენთ ეზოპეს „ლომი და თაგვის“ განხილვას, შევქმნით დიდ წიგნს, მოვახდენთ როლების განაწილებას და წავიკითხავთ ერთად. დავახასიეთებთ მოქმედ გმირებს, გამოვიყენებთ სხვადასხვა სქემებს. მოვიძიებთ ინფორმციას ინტერნეტის და წიგნების საშუალებით ლომსა და თაგვზე.გავუზუარებთ ერთმანეთს.
აქტივობა 3:  საუბარი: წიგნის მაღაზია
ჩავატარებ გამოკითხვას კითხვასთან დაკავშირებით და დავგეგმავ წიგნის მაღაზიაში წასვლას. მოვნახულებთ ერთერთ წიგნის მაღაზიას, დავათვალიერებთ სხვადასხვა განყოფილებებს. შევისყიდით სასურველ წიგნებს.
აქტივობა 4: სტუმრად ბიბლიოთეკაში(პროექტის ბოლო დღე)
26 აპრილს მოსწავლეები წავლენ ქუთაისის მერვე საბავშვო ბიბლიოთეკაში, ვინაიდან, სწორედ ამ დღეს იწყება საბიბლიოთეკო კვირეული. ყველა გაწევრიანდება ბიბლიოთეკაში და გახდება აქტიური მკითხველი.
ბიბლიოთეკაში წარმოვადგენთ ჩვენს ნამუშევრებს და შევაჯამებთ პროექტს

2 კვირის განმავლობაში  მოსწავლეებს მოჰქონდათ სხვადასხვა მასალა  წიგნის შესახებ, მოსწავლეები ძველი და ახალი ცოდნის შედარებით აგროვებდნენ ახალ ინფორმაციას, ხდებოდა ცოდნის აგება, კონსტრუირება. ისინი თავად ამზადებდნენ სხვადასხვა დეტალს, ხატავდნენ, აფერადებდნენ, ჭრიდნენ, ქმნიდნენ ახალ პროდუქტს. იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, გამოყოფდნენ მნიშვნელოვანს და უზიარებდნენ ერთმანეთს დროის ლიმიტის დაცვით (თვითრეგულაცია).

მოსწავლეები  ხალისით მუშაობდნენ, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. კგუნდური  მუშაობა მათი სტრატეგია იყო, ირჩევდნენ საუკეთესო ნამუშევრებს და უზიარებდნენ ერთმანეთს.

                                          შეფასების რუბრიკა

                  კრიტერიუმები
ყოველთვის
ზოგ
ჯერ
იშვია
თად
არას
დროს
შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების,  რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება
მზად არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს  რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა; შეუძლია ჯგუფის სხვა წევრის წინადადებების მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება
უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არც ერთ შეხვედრას; ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს; მისი სამუშაო რესურსები  მოწესრიგებულია
 კარგად ახერხებს ფაქტების ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას; იცავს საუბრის/დისკუსიის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისათვის
ამჟღავნებს კომპრომისის უნარსახერხებს პრობლემების იდენტიფიცირებას და დროულ რეაგირებას; შესწევს უნარი, აღიაროს შეცდომები და დასკვნები გამოიტანოს

 პროექტის ამსახველი ფოტო მასალა
აქტივობა 1:












აქტივობა 2:













































აქტივობა 3:






აქტივობა 4:







































პროექტის დასასრული