გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
სიტყვის კაცი
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
II კლასი, 12მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ახალისიტყვის მნიშვნელობა.გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. თხრობისასგამოიყენონ მართებული სიტყვაფორმები. შეძლონ მხატვრული ტექსტის წაკითხვა დაგაგება. შეძლონ კარნახით ტექსტის ჩაწერა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ამბის გადმოცემისას გამოიყენოს მართებული
სიტყვაფორმები და მარტივი წინადადებები.თავისუფლად ამოიცნოს ნაცნობი სიტყვები.გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებული კითხვა.ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიოს მითითებული სიტყვა.შეადაროს დაკითხვის დასმის საშუალებით დააჯგუფოს სიტყვები. დაწეროს კარნახით. სახელები და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები შეათანხმოს რიცხვში.
ქართ.II.3.მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა.
ქართ.II.6.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტში ინფორმაციი სმოძიება მონაკვეთების წაკითხვა დაგაგება.
ქართ.II.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქართ.II.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა.
ქართ.II.12.მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან, რომ წინადადება სიტყვებისაგან შედგება, სიტყვები კი-მარცვლებისა და ასოებისაგან. აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ზოგ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, ზოგსრა. იციან, რომ სხვადასხვა საგნები, სხვადასხვა სიტყვით აღინიშნება.განვითარებული აქვთ პაუზებით კითხვის უნარი.დაუფლებული არიან ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს
შეფასების საგანი და პროცედურები
წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით ვაფასებ ჯგუფურ მუშაობას და პრეზენტაციას.გამოვიყენებგანმავითარებელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკურირესურსები
დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,
ბარათზე დაწერილი სიტყვები:
ნაზუქი, მჭადი, კვერი, პური.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმეტი
კლასის ორგანიზება.
A-ფაზა. გამოწვევა.5 წთ.
აქტივობა 1. ჯგუფებს ვურიგებ ფურცლებს, სადაც ტექსტი წერია.ვაძლევ დავალებას ყურადღებით წაიკითხონ ნაწერი და გადახაზონის ნაწერი., რომელიც არ არის სიტყვა. რა განსხვავებაა მათშორის?
ვსვამ კითხვას: რისგან შედგება წინადადება?
დაფაზე ვაკრავ ასოციაციურ რუკას,სადაც წერია ,,სიტყვა“დამივმართავ კლასს: შევავსოთ რუკა როგორი შეიძლება იყოს სიტყვა?
B-ფაზა.შინაარსის რეალიზება.
აქტივობა 2.9 წთ.როლების განაწილება
გავინაწილებთ როლებს და დავდგამთ სცენარს
აქტივობა 3.10 წთ. პერსონაჟების დახასიათება.
ბავშვებს ვთხოვ დახატონ ,,სიტყვის კაცი“
ვსვამ კითხვებს: ჩვენი მოთხრობის მიხედვით, როგორი იყო ,,სიტყვისკაცი“? როგორი იყო ზაქარია?ბავშვებმა უნდა შეადარონ ერთმანეთს ზაქარია და სიტყვის კაცი. მოსწავლეებთან ერთად ვადგენ ,,ვენის დიაგრამას“,სადაც თვალნათლივ გამოჩნდება
სიტყვის კაცისა და ზაქარიას მსგავსება და განსხვავება.
მოსწავლეები წერენ, როგორია მათი თვალით დანახული სიტყვისკაცი
მოსწავლეების ყურადგება გადამაქ მჭადზე.რა იციან მის შესახებ, თუ უნახავთ წისქვილი, დაფქვის პროცესი.ვაჩვენებ სლაიდს და მივაწვდი მწირე ინფორმაციას.
C-ფაზა. რეფლექსია.
შევაჯამებ გაკვეთილს.მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. მივცემ სახელმძღვანელოდან ,,წერით დავალებას“.
რესურსები:
რესურსები: