среда, 6 февраля 2019 г.

ჩვენ გვიყვარს ბუნება

     
ადამიანის მოქმედების შედეგად ჩვენი პლანეტა დღეს ისე ზიანდება, როგორც არასდროს. რამდენადაც უფრო და უფრო მატულობს ისეთი საშიშროებები, როგორიცაა მაგალითად გლობალური დათბობა, მეცნიერები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მსხვილი მეწარმეები ცდილობენ, რამე იღონონ წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად.
       გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს იმის პასუხისმგებლობა, რომ გავუფრთხილდეთ გარემოს? ჩვენ უკვე რამენიმე წელია ვცდილობთ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ბუნების გადარჩენაში, დავიწყეთ მაკულატურის შეგროვება და აგერ უკვე სამი წელია ჩვენი საკლასო თახში პატარა ბიბლიოთეკაც მოვაწყეთ. თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი ბუნების გადასარჩენად, აუცილებელია ვიცნობდეთ  ჩვენი დედამიწის ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას, ჩვენს გალაქტიკას, პლანეტებს. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილიც სწორედ ამ აქტუალურ თემებს ეხებოდა.