понедельник, 23 января 2023 г.

"რიცხვის რამდენჯერმე გაზრდა და შემცირება"

 

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი/გვარი: ნინო ნონიაშვილი

პირადი ნომერი:

საგანი: მათემატიკა

სწავლების საფეხური/კლასი: III-ა კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 15

გაკვეთილის თემა: „რიცხვის რამდენჯერმე გაზრდა და შემცირება“

გაკვეთილის მიზანი:ტერმინების „ჯერ მეტი“ და „ჯერ ნაკლების“ შინაარსის გაცნობა, რიცხვის   რამდენჯერმე გაზრდა და შემცირება, და ამ ორი ცნების გამოყენება ამოცანებში და მოქმედების ნიშნის სწორად გამოყენება

   გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნასთან:

მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.აკავშირებს გამრავლება-გაყოფას ერთმანეთთან, როგორც ურთიერთშებრუნებულ მოქმედებებს და ახდენს ამის დემონსტრირებას მოდელზე;ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში.

მათ. III.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან, თვლასთან და შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.

 

 

 

 

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა

სასწავლო რესურსებიდ

დრო(წთ)

1

 

თავდაპირველად ვესალმები კლასს, შევახსენებ ქცევის წესებს, განვუმარტავ შეფასების რუბრიკას.  ამის შემდეგ ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს:,,დღეს ჩვენ შევისწავლით ტერმინებს რიცხვის  რამდენჯერმე გაზრდა და შემცირებას, ამ ორი ცნების გამოყენებას ამოცანებში

 

ვერბალური ახსნა

მთელი კლასი

გაკვეთილის მიზნები,

შეფასების რუბრიკა

 

3 წთ

2

 

წინარე ცოდნის გააქტიურება მასწავლებელი კლასთან ერთად იხსენებს და განიხილავს მოქმედების ნიშნებს და მათი გამოყენების დროს მიღებულ შედეგებს, გავიხსენებთ რას ნიშნავს რიცხვის რამდენიმეთი გაზრდა და შემცირება.

·         მიმატება . თუ ორ რიცხვს ერთმანეთს დავუმატებთ შედეგი.....(გაიზრდება)

·         თუ ორ რიცხვს ერთმანეთს გამოვაკლებთ შედეგი.... ( შემცირდება)

·         -ით მეტი ,  -ით ნაკლები

 რიცხვები 12,27,40 , 68გაზარდეთ 12-ით,

რიცხვები 57, 35, 44,86 შეამცირეთ 23-ით

·         მაღაზიამ გაყიდა  27 თოჯინა და  3 -ით მეტი  მანქანა. რა რაოდენობის მანქანა გაუყიდია მაღაზიას?

 

გონებრივი იერიში / ფრონტალური კითხვა-პასუხი და ვერბალური ახსნა

მთელი კლასი

დაფა, ცარცი, ფორმატი

12 წუთი

 

3

ახალი მასალა: გავიხსენოთ გამრავლება და გაყოფა.

რომელ მოქმედების ნიშანს გავს გამრავლება? რატომ?გაყოფა? რატომ?

·         თუ ორი რიცხვს ერთმანეთზე გავამრავლებთ შედეგი....(გაიზრდება)

·         თუ ორ რიცხვს ერთმანეთზე გავყოფთ შედეგი ...(შემცირდება)

როგორ გვესმის ტერმინი 2-ჯერ მეტი? 2-ჯერ ნაკლები?

მაგ: რიცხვი 3,4,5,6, გაიზარდა 2-ჯერ

( ე.ი- ჯერ გაზრდა გულისხმობთ რიცხვის გამრავლებას)

რიცხვი 12, 14, 16, 18 შეამცირეთ 2-ჯერ

( ე.ი. -ჯერ შემცირება გულისხმობს რიცხვის გაყოფას)

 

ვერბალური ახსნა

 

 

10 წუთი

4

 

ამოცანები რიცხვების რამდენჯერმე გაზრდასა და შემცირებაზე

·         მოცემულია რიცხვი 30, ჩამოაშორეთ ერთეული და უპასუხეთ კითხვებს

1)      რა რიცხვი მივიღებთ და რამდენით შემცირდა?რამდენჯერ შემცირდა?

2)      გამოსახეთ ორივე შემთხვევის მაგალითი

·         პირველ წელს ვაშლის  მოსავალი იყო 24 ტონა, მეორე წელს კი შემცირდა 4-ჯერ, რამდენი ტონა ვაშლი მოიკრიფა მეორე წელს? 

 

 

 

 

10 წუთი

 

5

მუშაობა წყვილებში

 

შეამცირე

30

12

6-ჯერ

 

 

3-ჯერ

 

 

2-ჯერ

 

 

 

გაზარდე

6

8

6-ჯერ

 

 

3-ჯერ

 

 

2-ჯერ

 

 

 

მუშაობა წყვილებში

 

5 წუთი

6

პრაქტიკული სამუშაო

თითოეულ მოსწავლეს დავურიგებ ფერად ორ-ორ ფურცელს. მოცემული ფურცლები არასაკმარისია ფიფქების გასაკეთებლად, ის უნდა იყოს  3-ჯერ მეტი, გამოიყენეთ მაკრატელი და მიიღეთ საჭირო რაოდენობის ფურცლები.

პრაქტიკული სამუშაო

 

ფერადი ფურცლები, მაკრატელი

5 წუთი

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლემ  შეძლოს განმარტოს ტერმინები ჯერ-მეტი და ჯერ ნაკლები, შეძლოს  რიცხვების რამდენჯერმე გაზრდა და შემცირება. ამოხსნას ამოცანები და გამოიყენებს შეასაბამის მოქმედების ნიშნები.

 

დავალება

გვ:   5 N3 და N9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასება:

აქტივობები, რომელშიც  ფასდება მოსწავლე

დაბალი

საშუალო

მაღალი

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტივობა, მოსმენის კულტურა,მობილიზება, ეთიკური ნორმების დაცვა

 

 

 

განვლილი მასალის ცოდნა, აქტიურობა

 

 

 

 

 

საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, საკითხის კონკრეტულობა

 

 

 

წაკითხული ინფორმაციის შეჯამების უნარი, წყვილებში მუშაობა , თანამშრომლობა

 

 

 

 

 

ამოცანის ამოხსნის გზები და გამოთვლები

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერა:

 

თარიღი: 23.01.2023 სასწავლო წელი

შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის პედაგოგის

ნინო ნონიაშვილის გაკვეთილის რეფლექსია მათემატიკაში

„რიცხვის რამდენჯერმე გაზრდა და შემცირება“

  2023 წლის 23 იანვარს  ჩავატარე გაკვეთილი მათემატიკაში, III-კლასში, თემაზე „რიცხვის რამდენჯერმე გაზრდა და შემცირება“. გაკვეთილის   გეგმის შედგენისას დავისახე ის მიზნები, რისთვისაც უნდა მიგვეღწია.  აქტივობები ისე დავგეგმე, რომ გაკვეთილი აქტიური და საინტერესო ყოფილიყო. პირველ რიგში, გავითვალისწინე მოსწავლეთა წინარე ცოდნა და შესაძლებლობები. გაკვეთილის დასაწყისში  მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა. გასააქტიურებლად და გაკვეთილისათვის განწყობის შესაქმნელად  გამოვიყენე  სხვადასხვა სახის აქტივობები,  რასაც წარმატებით გაართვეს თავი. გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო ის, რომ მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხდებოდა შერჩევითობის პრინციპით, თითო მოსწავლის გაძახებით, რამაც ყველა მოსწავლეს მისცა თანაბარი შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი შესაძლებლობები. კლასის ყველა მოსწავლე მოლოდინის რეჟიმში იყო და ყურადღებით უსმენდნენ ჩემს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. კითხვების დასმისას მოსწავლეებს ვაძლევდი საჭირო დროს პასუხის მოსაფიქრებლად და ისინიც იძლეოდნენ სრულყოფილ პასუხს.

    ახალი მასალის ახსნისას ვეცადე გამომეყენებინა ხარაჩოს აგების პრინციპი და მოსწავლეებს საშუალება მივეცი დამოუკიდებლად მიეღწიათ გაკვეთილის დასაწყისში დასახული მიზნებისთვის, რამაც მოსწავლეებში ხელი შეუწყო როგორც მყარი ცოდნის, ისე თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას, მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობა წყვილებში მუშაობა და პრაქტიკული სამუშაო, რომელიც ვფიქრობ რომ მართლაც სახალისო იყო. მოსწავლეებმა  საკმაოდ კარგად გაართვეს თავი სამუშაოს.

 საგაკვეთილო პროცესის  მუშაობა ჯანსაღ და კეთილგანწყობილ გარემოში მიმდინარეობდა. ჩემს მცირე მინიშნებასაც აქტივობების შესახებ კარგად იგებდნენ და მიცემული მითითებები ნათელი იყო მათთვის დავალების სწორად შესასრულებლად.  ვფიქრობ გაკვეთილი იყო  საინტერესო, ეფექტური და თითოეულ მოსწავლის შესაძლებლობაზე ორიენტირებული და რაც მთავარია გაკვეთილის მიზანი მიღწეულია.

                                                                                                                                               პედაგოგი: ნ.ნონიაშვილი