გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
„გეომეტრიული ფიგურები“-შემაჯამებელი გაკვეთილი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი II კლასი თარიღი: 5.05.2015 წ
12 - მოსწავლე
მათემატიკა
|
პედაგოგი
|
ნ. ნონიაშვილი
|
აქტივობის მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ გაარჩიონ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები ,მოახდინონ მათი ამოცნობა.
ფიგურების აღწერა და ერთმანეთთან შედარება, ამოხსნან მარტივი გეომეტრიული
ამოცანა, იპოვონ პერიმეტრი
|
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ
|
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ.
მოთელვა-3
წთ
გაკვეთილის დაწყებამდე ვაკრავთ დაფაზე გაკვეთილის განრიგს
გონებრივი იერიში-10 წთ
მასალის განმეორების და განმტკიცების მიზნით ბავშვებს
ვეკითხებით რომელი ფიგურები ვიცით,დაფაზე ვწერთ:სამკუთხედი,კვადრატი........
მოსწავლეებს
მაგიდაზე ექნებათ წინდაწინ გამოჭრილი ფიგურები, დასახელებულ ფიგურას მოსწავლე
დებს გამზადებულ ფორმატზე დახატულ
გემში, პარალელურად ახასიეთებს დასახელებულ ფიგურას და ასე ვაგრძელებთ ყველა
ფიგურაზე.
ვიდეოს ჩვენება-5 წთ
პროექტორის
საშულებით ვაჩვენებ ზღაპარს „გეომეტრიული ფიგურები“ და მოვახდენთ მის ანალიზს.დავსვამ
კითხვებს:
რით განსხვავდება
წრე სხვა გეომეტიული ფიგურებისგან?
რატომ დარჩა
ნაწყენი წრე?
დაასახელეთ ისეთი
საგნები რომელსაც აქვს წრის ფორმა?
პრაქტიკული სამუშაო-25 წთ.
პატარებს გავახსენებ „წითელქუდას“ ზღაპარს და ვეტყვი, რომ წითელქუდას ჩვენთვის საინტერესო გეომეტრიული სამუშაო მოჰქონდა, რომელიც ტყის ბინადრებმა სპეციალურად ჩვენთვის შეადგინეს. მაგრამ ტყეში მსუნაგი მგელი გადაეყარა, მასალა წაართვა და ხუთკლიტულში გამოკეტა. თან დააბარა, იმისათვის რომ ბავშვებმა გეომეტრიული მასალა დაიხსნან, საჭიროა შევამოწმოთ, როგორ იციან არითმეტიკაო. პატარები ხალისით დამთანხმდებიან გამოამჟღავნონ თავიანთი ცოდნა და შეასრულებენ შემდეგ დავალებას, რომელიც მომზადებული მექნება ფორმატის ფურცლებზე.
1.
X+34=76
2. 89-X= 15
3. X-(32+16)=10
4. მაღაზიაში
ტელევიზორი ღირს 25 ლარი, ანამ გადაიხადა 10 ლარიანი და 20 ლარიანი,
რამდენ ლარს დაუბრუნებს გამყიდველი ანას?
5.
ლუკამ რიცხვი 5 გაასამმაგა, დაუმატა
3 და მიღებული პასუხი გაანახევრა.რა რიცხვი მიიღო ლუკამ?
დავალებების
ამოხსნის შემდეგ გავხნით კონვერტს და წავიკითხავთ წითელქუდას გამოგზავნილ
დავალებას.
მართკუთხა AMNK ოთკუთხედის AM გვერდი არის 10 სმ, MN გვერდი კი 12 სმ, იპოვეთ მოცემული
ფიგურის პერიმეტრი?
შეფასება-2 წთ
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები
დაასახელებენ ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს,
|
რესურსები
|
მათემატიკის სახელმძღვანელო, მეორე კლასი-გ.გოგიშვილი, დამხმარე სახელმძღვანელო : რუხაძე
კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,
გეომეტრიული ფიგურები, ფორმატები.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий