საჩვენებელი გაკვეთილი
გაკვეთილის გეგმა:
გაკვეთილის გეგმა:
გაკვეთილის მთავარი თემა
|
შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში
|
სწავლების საფეხური
|
პირველი კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
13 მოსწავლე
არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
გაკვეთილზე გამოყენებული თვალსაჩინოებით მოსწავლეები შესძლებენ ორნიშნა რიცხვების შეკრება–გამოკლებას.სააზროვნო უნარ–ჩვევების გამომუშავება.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ანგარიში 20 ფარგლებში, რიცხვების დალაგება ზრდადობა-კლებადობით,
სხვადასხვა სახის ამოცანების ამოხსნა.
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან ანგარიში ოცის ფარგლებში გამარტივების გზით.
უცნობი რიცხვის პოვნა, განტოლებები, უტოლობები, მარტივი ამოცანების ამოხსნა
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ მათი მსჯელობით და წერითი სამუშაოს შესრულების ხარისხით.
შეფასება–განმავითარებელი.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
კომპიუტერი,პროექტორი და ეკრანი, გეომეტრიული
ფიგურები,კუბიკები, ნიშნულები,წინდაწინ გამზადებული ფორმატები, კალათა, დაფა,ცარცი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
a-ფაზა: (3წთ)
რა არის მატემატიკა? (ზოგადი ინფორმაცია
მატემატიკაზე)
სხვადასხვა მეცნიერებები
გამონათქვამები მათემატიკაზე
B-ფაზა: (5 წუთი)
თვლა ოცამდე, ბიჯებით თვლა, ნატურალური რიცხვები,
ციფრები, ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები.
·
დავასახელოთ
ყველაზე პატარა ერთნიშნა რიცხვი?ორნიშნა?
·
დავასახელოთ
ყველაზე დიდი ერთნიშნა რიცხვი? ორნიშნა?
ლუწი და კენტი რიცხვების გახსენება.
რიცხვების დალაგება ზრდადობით და კლებადობით.
კუბიკების გადარჩევა, ლუწი და კენტი რიცხვები.
C -ფაზა: აქტივობა :1( 5 წუთი)
არითმეტიკული
მოქმედებები.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა ერთი მაგალითი , მაგალითი
უნდა მაოხსნან გამარტივების გზით( ათამდე დაყვანით და შევსებით) . 7+5, 8+6,13-7
აქტივობა
:2 ( 5 წუთი)
უტოლობები
მოცემულ გამოსახულებაში ისე უნდა ჩასვან მოქმედების ან უტოლობის ნიშანი როკ
სწორი უტოლობა მიიღონ, თითოეულ ჯგუფს ეძლება ერთი გამოსახულება 13+5 .. 12-2 12... 5 > 12+2 10+4 < 17- ...
აქტივობა :3 შესვენება ( 7 წუთი)
თამაში ,“ ვაგონი დაიტვირთა“
·
მასწავლებელი
ასახელებს გეომეტრიული ფიგურის სახელი დასაწყის ასობგერას, მოსწავლეებმა უნდა
ამოიცნონ რომელი ფიგურაა და დატვირთონ ვაგონი
მესამე ვაგონი დატვირთულია გეომეტრიული ფიგურებით, ეს
ფიგურები თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელია,
ვაგონი დაიტვირთა ასობგერა კ-თი (კვადრატი)
რომელიც გამოიცნობს გამოიტანს ფიგურას და
ჩადებს ვაგონში
ვაგონი დაიტვირთა ასობგერა ს-თი
(სამკუთხედი)
ვაგონი დაიტვირთა ასობგერა მ
(მართკუთხედი)
ვაგონი დაიტვირთა ასობგერა წ (წრე)
·
ზოგადი
მიმოხილვა გეომეტრიულ ფიგურებზე, აღწერენ ფიგურებს, მონიშნავ ფიგურის გვერდებს,
წვერებს და კუტხეებს, იპოვნიან პერიმეტრს
აქტივობა: 4 ამოცანები (10 წუთი)
სტუმარი კლასში, ანიმაციური გმირი,
ჟირაფი ჟოზე ( სიმღერა „ მათემატიკა“
თითოეულ ჯგუფს ეძლევა სამი სხვადასხვა შინაარსის
ამოცანა,
აქტიბობა : 7 განტოლებები ( 5 წუთი)
X+4=12 X-5=14 7- X =1
აქტივობა : 8 ( 5 წუთი)
ბოლო აქტიბობაში მონაწილეობას მიიღებენ
სტუმრები, სამმა სტუმარტმა სამივე ჯგუფისთვის უნდა დაწეროს ნებისმიერი სახის
მაგალითი , განტოლება, ან მაგალითი
გაკვეთილის ბოლოს მოხდება მოსწავლეთა
აქტიურობის შეფასება, განმავითარებელი კომენტარით
|
ფოტო მასალა:
Комментариев нет:
Отправить комментарий