среда, 22 октября 2014 г.

ტყუპები

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემატყუპები ( ეზოში, ტოვლის პაპა, მდინარე)
სწავლების საფეხური და კლასი      II  კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი, გვარისაგნები            მასწავლებლის სახელი გვარი

ქართული        
ბუნება              ნინო ნონიაშვილი
ხელოვნება        
 მოსწავლეთა  რაოდენობა  12 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეების რაოდენობა და პროფილი  არ მყავს
გაკვეთილის სასწავლო მიზნები საგნების მიხედვითქართული:
1.კითხვის უნარის გავარჯიშება _ შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გაგება.
2. ტექსტზე მუშაობის უნარის გავარჯიშება _ შეძლოს ლექსის დაყოფა შინაარსობრივ მონაკვეთებად.
3. ზეპირმეტყველების უნარის გავარჯიშება _ შეძლოს საუბარი თემაზე რა ხდება გაზაფხულზე.
4. წერითი უნარის გავარჯიშება _ წერილობით (საკუთარი სიტყვებით) გადმოსცეს რა ხდება გაზაფხულზე.
5. ენობრივ მოვლენებზე დაკვირვება _ გაიგოს რა არის ძახილის წინადადება და შეძლოს მისი მოძებნა ტექსტში და მოფიქრება.
ბუნება:
     მარტივი მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების   განვითარება (დაკვირვება, აღწერა)
ხელოვნება:
    1. შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების უნარის განვითარება     
 2. წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები / ინდიკატორები (საგნების მიხედვით)ქართული:
 II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
 II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
 II.4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
 II.6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ მითითებული წინადადებების მოძებნა ტექსტში.
 II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტის დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
  ბუნება:

 II.6.  მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება (აკვირდება ამინდის ცვალებადობას; მსჯელობს თითოეული სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდია შესახებ)
ხელოვნება:
 II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმარტოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრების შექმნისას.
 II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას შეუძლია დაკვირვების შედეგების ასახვა ნამუშევარში.
 II.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
 თანმიმდევრობა ( აქტივობა და დრო)
  1. კლასის ორგანიზება _ 2 წთ.
  2. გონებრივი იერიში _ გავიხსენოთ რა ვიცით ზამთრის შესახებ (ზამთრის თვეები,,რა ხდება ზამთარში) _ 10 წთ.
  3. ტექსტის კითხვა _ 5 წთ.
  4. რუბრიკა ,,სიტყვათა სკივრი"(ლექსიკის დამუშავება) _ 10 წთ.
  5. ტექსტის გააზრება _ 10 წთ.
  6. ჯგუფების გაკეთება, წესების გაცნობა
  7. დავხატოთ .
  8. დამოუკიდებელი სამუშაოს შეჯამება _ 5 წთ.(როგორია თქვენ მიერ გამოყენებული ფერები ცივი თუ თბილი, რატომ გამოიყენეთ ეს ფერები?)
  9. ერთ სიტყვიანი, ორი და სამ სიტყვიანი წინადადებების დასახელება 
  10. წინადადებების შედგენა _ 7 წთ. (,,სიტყვათა სკივრის" რუბრიკაში მოცემულ სიტყვებზე შევადგინოთ  წინადადებები)
  11. დებრიფინგი(სლაიდშოუ) _ 10 წთ.(მოსწავლეებს გავახსენებ იმ თემებს, რომლებზეც გაკვეთილის მსვლელობისას ვისაუბრეთ, ეს უფრო სახალისო რომ გახდეს გამოვიყენებ წინასწარ მომზადებულ სლაიდშოუს)
  12. საშინაო დავალება 2 წთ
  13. შეფასება _ 5 წთ.
 შეფასება
ვაფასებ ჩართულობას, დამოუკიდებელი აზროვნების უნარს.
 ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას, შეფასების რუბრიკას.
 საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, სახატავი ფურცლები,  ფერადი ფანქრები,დაფა, ცარცი, კომპიუტერი, 
                                                შეფასების  რუბრიკა
            0               1               2
დამოუკიდებელი აზროვნების უნარივერ ახერხებს საკუთარი აზრის გამოთქმასგამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ უჭირს თანმიმდევრული მსჯელობაგასაგებად აყალიბებს მოსაზრებებს და თანმიმდევრულად ავითარებს მას
 ჩართულობაუჭირს ყურადღების კონცენტრირება, არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაშიჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ ხანდახან ეფანტება ყურადღებაჩართულია საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად მონაწილეობს აქტივობებში
 სხვისი აზრის პატივისცემაარ უსმენს სხვების აზრს, ხშირად აწყვეტინებსყოველთვის არ უსმენს, მაგრამ აქვს ადეკვატური რეაქციებიუსმენს სხვების აზრს და აანალიზებს
 ცოდნის გამოყენებადახმარების გარეშე ვერ პოულობს საჭირო ადგილებს ტექსტში, ვერ ადგენს წინადადებებსარასრულყოფილად პოულობს მითითებულ სიტყვებს, წინადადებებს, ახერხებს მოკლე წინადადებების შედგენასუშეცდომოდ პოულობს მითითებულ ადგილებს, ადეკვატურად იყენებს სიტყვებს და ადგენს სრულ წინადადებებს




რესურსები.სურათები








Комментариев нет:

Отправить комментарий