გაკვეთილის მთავარი თემა
|
სიტყვის კაცი
|
||||
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
|
II კლასი, 13მოსწავლე
|
||||
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
|
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ახალი სიტყვის მნიშვნელობა.გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. თხრობისას გამოიყენონ მართებული სიტყვაფორმები. შეძლონ მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება. შეძლონ კარნახით ტექსტის ჩაწერა.
|
||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ამბის გადმოცემისას გამოიყენოს მართებული
სიტყვაფორმები და მარტივი წინადადებები.თავისუფლად ამოიცნოს ნაცნობი სიტყვები. გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებული კითხვა.ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიოს მითითებული სიტყვა.შეადაროს და კითხვის დასმის საშუალებით დააჯგუფოს სიტყვები. დაწეროს კარნახით. სახელები და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები შეათანხმოს რიცხვში.
ქართ.II.3.მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა.
ქართ.II.6.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტში ინფორმაციის მოძიება მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ.II.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქართ.II.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა.
ქართ.II.12.მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
|
||||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან, რომ წინადადება სიტყვებისაგან შედგება, სიტყვები კი-მარცვლებისა და ასოებისაგან. აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ზოგ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, ზოგს არა. იციან, რომ სხვადასხვა საგნები, სხვადასხვა სიტყვით აღინიშნება.განვითარებული აქვთ პაუზებით კითხვის უნარი. დაუფლებული არიან ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს
|
||||
შეფასების საგანი დაპროცედურები
|
წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით ვაფასებ ჯგუფურ მუშაობას და პრეზენტაციას.გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.
|
||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები,ბარათზე დაწერილი სიტყვები:
კარადა, აბრგა, კურდღელი,,კაბადა,ბუდღლი მგელი დარაგი, კალათა, მაგიდა, დურკა, დათვი, დრგუ,კლდე.
|
||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმეტი
|
კლასის ორგანიზება. 2 წთ.კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.
A-ფაზა. გამოწვევა.5 წთ.
აქტივობა 1. ჯგუფებს ვურიგებ ფურცლებს, სადაც ტექსტი წერია. ვაძლევ დავალებას ყურადღებით წაიკითხონ ნაწერი და გადახაზონ ის ნაწერი., რომელიც არ არის სიტყვა. რა განსხვავებაა მათ შორის?
ვსვამ კითხვას: რისგან შედგება წინადადება?
დაფაზე ვაკრავ ასოციაციურ რუკას, სადაც წერია ,,სიტყვა“და მივმართავ კლასს: შევავსოთ რუკა როგორი შეიძლება იყოს სიტყვა?
B-ფაზა.შინაარსის რეალიზება.
აქტივობა 2.9 წთ.პაუზებით კითხვა.
სამივე ჯგუფს წავაკითხებ ფრაგმენტებს ტექსტიდან. ვსვამ კითხვებს: რატომ ფიქრობთ ასე? რა გაძლევთ ამის მიზეზს? როგორ დავეხმაროთ ზაქარიას?
აქტივობა 3. 6 წთ. პროექტორის საშუალებით ვიყენებ საპრეზენტაციო რესურსს. ტექსტის კონსტრუირება.ბავშვებს ვაძლევ დავალებას წაიკითხეთ ტექსტი და ჯგუფებში გაამთლიანეთ. ჯგუფები აკეთებენ გამთლიანებული ტექსტის პრეზენტაციას.
აქტივობა 4. 6 წთ.თამაში: ,,რა რას ჰქვია“
თამაშში მონაწილეობს 2-2 ჯგუფი.ერთ ჯგუფს გადავცემ ფურცელზე დაწერილ სიტყვას, რომელიც მან ისე უნდა ახსნას, რომ მეორე ჯგუფმა სიტყვა გამოიცნოს.
აქტივობა 5. 5 წთ..წერითი დავალება.ჩასვი საჭირო სიტყვები და ისე გადაწერე:
კაცს სკივრი .....
სკივრზე უცხო ფრინველი....
ზაქარიას ყველაფრის სახელი....
აქტივობა 6.10 წთ. პერსონაჟების დახასიათება.
ბავშვებს ვთხოვ დახატონ ,,სიტყვის კაცი“
ვსვამ კითხვებს: ჩვენი მოთხრობის მიხედვით, როგორი იყო ,,სიტყვის კაცი“? როგორი იყო ზაქარია? ბავშვებმა უნდა შეადარონ ერთმანეთს ზაქარია და სიტყვის კაცი. მოსწავლეებთან ერთად ვადგენ ,,ვენის დიაგრამას“,სადაც თვალნათლივ გამოჩნდება
სიტყვის კაცისა და ზაქარიას მსგავსება და განსხვავება.
მოსწავლეების ყურადგება გადამაქ
მჭადზე.რა იციან მის შესახებ, თუ უნახავთ წისქვილი, დაფქვის პროცესი.ვაჩვენებ
სლაიდს და მივაწვდი მწირე ინფორმაციას. მიღებულ ცოდნას კი უკვე სამზარეულოში
პრაქტიკულად გამოიყენებენ და მზარეულის დახმარებით გამოაცხობენ მჭადებს.
C-ფაზა. რეფლექსია.
შევაჯამებ გაკვეთილს. მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. მივცემ სახელმძღვანელოდან ,,წერით დავალებას“.
|
||||
კრიტერიუმები
|
ი ნ დ ი კ ა ტ ო რ ე ბ ი
|
|
|
|
|
|
1–3
|
4–5
|
6–7
|
8–10
|
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს,უჭირს გამართულად საუბარი
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
|
გამართულად მეტყველებს,იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
გამართულად მეტყველებს,აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს.
|
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
მეტ–ნაკლებად ახერხებს საკუთარი აზრის დემონსტრირებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
|
აქტიური მონაწილეობა
|
იშვიათად მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ყოველთვის მონაწილეობს და სწორად წარმართავს საკლასო მსჯელობას.
|
|
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
|
ვერ ახერხებს კითხვებ პასუხის გაცემას
|
მეტ–ნაკლებად ახერხებს
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს
|
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს
|
|
სხვადასხვა სახის ტექსტის აღქმა და შინაარსის გადმოცემა
|
უჭირს შინაარსის გადმოცემა და ვერ ახერხებს ტექსტის აღქმას
|
მოსწავლე მეტ–ნაკლებად აღიქვამს ტექსტს.
|
მოსწავლე თითქმის ყოველთვის ახერხებს ტექსტის ადეკვატურად აღქმას და შინაარსის გადმოცემას
|
ყოველთვის კარგად ახერხებს და აღიქვამს
სხვადასხვა სახის ტექსტს და გადმოცემს მათ შინაარს. |
|
четверг, 2 октября 2014 г.
სიტყვის კაცი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий