თებერვლის
თვეს, წიგნიერების თვე დავარქვით, და ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავაერთიანეთ. წიგნის
საჯაროდ კითხვის დღე და წიგნის ჩუქების დღე. პირველ კლასელები ახლა იწყებენ წიგნებთან
დამეგიბრებას, ამიტომ ვფიქრომ ეს აქტოვობები მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.
თებერვლის თვე მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
სიტყვებით წინადადების აწყობა
წაკითხულის ილუსტრაციასთან დაკავშირება
წიგნის გაფორმება
საჯაროდ კითხვა(საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე)
კითხვარი: მე და წიგნი
წიგნის მაღაზიაში სტუმრობა
ჩემი წიგნის ახალი მეგობარი(წიგნის ჩუქების დღე)
პროექტი :
წიგნიერების თვე (კვირეული)
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება; ინოვაციური მეთოდის ,,კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა დიდი წიგნების გამოყენებით”დანერგვა სასწავლოპროცესში.
პროექტის აქტუალობა:
წიგნი კაცობრიობის გენიის მიერ
ნაანდერძევი, თაობიდან თაობაში გარდამავალი უძვირფასესი
მემკვიდრეობაა. წიგნი აზრის ხომალდებია, რომლებიც მოგზაურობენ
დროის ტალღებზე და თავიანთი ძვირფასი ტვირთი ფრთხილად
მიაქვთ ცხოვრების ურთულეს გზაზე. წიგნი ალბათ, ყველაზე რთული
და უდიდესი სასწაულია ყველა სასწაულთაგან, რომელიც
შეიქმნა თავისი მომავალი ბედნიერებისა და ძლევამოსილობის
გზაზე. . .
პროექტი ,
კვირეული “წიგნიერების თვე“ და მეთოდი ,,კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა დიდი წიგნების გამოყენებით” ხელს
შეუწყობს, აზიაროს მოსწავლეები წიგნის შექმნის პროცესს .
პროექტის მიზნები:
ხელი შეუწყოს პროგრამის ,,ქართული
ხელნაწერი წიგნი” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის ადაპტირებას; საგანმანათლებლო პროექტში პირველკლასელთა ჩართვას; წიგნის
წარმოშობის ისტორიის გაცნობას; წიგნის მახასიათებლების შესწავლას; კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებას;მოსაწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციისუნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; ლექსიკური
მარაგის გამდიდრებას; გაგებას;წიგნთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; წიგნისადმი
ინტერესის გაღვივებას; ელექტრონული, აუდიო და ინტერაქტიული
წიგნების გაცნობასა და გამოყენებას; ინოვაციური მეთოდის დანერგვასსასწავლო პროცესში; მოსწავლეთა ჩაბმას შემოქმედებით და საინტერპრეტაციოსაქმიანობაში,
მათი კომპეტენციების ამაღლებას.
პროექტი ითვალისწინებს საგანთა ინტეგრაციას და ისტ-ის გამოყენებას
სასწავლო რესურსების შესაქმნელად.
მონაწილეთა ასაკი:
6-7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
5 თებერვალი-19
თებერვალი
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლე შეძლებს, მოისმინოს,
ადეკვატურად აღიქვას და გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემაზე და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება
წაკითხულის მიმართ; გაუმჯობესდება კითხვის ტექნიკა;
ხელი შეეწყობა ინოვაციური მეთოდის დანერგვას; მოსწავლეთა
კომპეტენციების განვითარებას; თეორიული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენებას. რაც მთავარია, მოსწავლე ყალიბდება აქტიურ
მკითხველად.
დიზაინი:
პროექტის თანმიმდევრულობა დაცულია.
პროექტი შესრულებულია ქართულ ენაზე.
დამხმარე საშუალებები და ძირითადი
რესურსები:
დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ტექსტები ფერადი
ნახატებით, დიდი ასოებითა და ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები , სიტყვების
კედელი, სიტყვების სკივრი, სიტყვების ლოტო, ფერადი ფურცლები, წებო,
ფერადი ფანქრები, საღებავები, მაკრატელი, ფოტოაპარატი.
დაფინანსება:სკოლამ
უზრუნველყო გზის ხარჟი სკოლიდან ბიბლუსის მაღაზიამდე, წიგნის შესაზენი ტანხა (5-10
ლარამდე) უზრუნველო თითოეული მოსწავლის მშობელმა.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1:
წიგნის ისტორია
მოსწავლეები
ინტერნეტიდან მოიძიებენ ინფორმაციასა და სურათებს წიგნის შექმნის ისტორიის
შესახებ; გადაუღებენ ფოტოებსა და ვიდეოებს; გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს
და დაახასიათებენ თითოეულ მათგანს. შევქმნით უძველესი წიგნის ნიმუშებს: ტყავზე
შესრულებულს, ხელნაწერს და სტამბაში დაბეჭდილს.
აქტივობა 2: დიდი წიგნის შექმნა.
შევქმნით დიდ წიგნს, მოვახდენთ როლების განაწილებას
და წავიკითხავთ ერთად. დავახასიეთებთ მოქმედ გმირებს, გამოვიყენებთ სხვადასხვა სქემებს.
დიდი წიგნის შექმნა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
· სიტყვებით წინადადების აწყობა
·
·
აქტივობა 3:
საუბარი: გამოკითხვა „წიგნიერება“
ჩავატარებ გამოკითხვას კითხვასთან დაკავშირებით
და დავგეგმავ წიგნის მაღაზიაში წასვლას. მოვნახულებთ ერთერთ წიგნის მაღაზიას, დავათვალიერებთ
სხვადასხვა განყოფილებებს. შევისყიდით სასურველ წიგნებს, რომლებსაც შემდეგ საჩუქრად
გადავცემთ მეგობარს.
აქტივობა 4: სტუმრად წიგნის მაღაზიაში
ვესტუმრებით
წიგნის მაღაზიას, სადაც მოვახდენთ საბავშვო ლიტერატურის განყოფილებიდან წიგნების შერჩევასა
და ყიდვას,
აქტივობა 5: აჩუქე წიგნი მეგობარს
კვირეულის ბოლო დღეს მოსწავლეები ერთმანეთს საჩუქრად გადასცემენ
წიგნებს, რომელიც თავად შეარჩიეს მეგობრისთვის.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები |
კარგად |
საშუალოდ |
ცუდად |
|
|||
შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის,
წინადადებების, რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება |
|
||||||
მზად არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის
მუშაობაში და მიაწოდოს რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა; შეუძლია ჯგუფის
სხვა წევრის წინადადებების მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება |
|
||||||
უმიზეზოდ არ აცდენს არც ერთ შეხვედრას; ყველა დავალებას დროულად
და კეთილსინდისიერად ასრულებს; მისი სამუშაო რესურსები მოწესრიგებულია |
|
||||||
კარგად ახერხებს ფაქტების ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად
გადმოცემას; იცავს საუბრის/დისკუსიის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა
ერთობლივი სამუშაოს წარმართვისათვის |
|
|
|
|
|||
|
|
|
|||||
თარიღი: 21.02.2024 სასწ.წელი
შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის პედაგოგის
ნინო ნონიაშვილის პროექტის „წიგნიერების თვე“ რეფლექსია
2024 წლის თებერვლის თვე
მივუძღვენი „წიგნიერებას“. პროექტის გეგმის
შედგენისას დავისახე ის მიზნები, რისთვისაც უნდა მიგვეღწია.
აქტივობები ისე დავგეგმე, რომ პროექტი აქტიური და
საინტერესო ყოფილიყო. პირველ რიგში, გავითვალისწინე მოსწავლეთა წინარე ცოდნა, შესაძლებლობები
და ინტერესი. პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი,
შეფასების რუბრიკა. გასააქტიურებლად და გაკვეთილისათვის განწყობის შესაქმნელად გამოვიყენე
სხვადასხვა სახის აქტივობები, რასაც
წარმატებით გაართვეს თავი. პროექტის ძლიერი
მხარე იყო ის, რომ მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული , დასმულ შეკითხვებზე პასუხის
გაცემა ხდებოდა შერჩევითობის პრინციპით, თითო მოსწავლის გაძახებით, რამაც ყველა მოსწავლეს
მისცა თანაბარი შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი შესაძლებლობები. კლასის ყველა მოსწავლე
მოლოდინის რეჟიმში იყო და ყურადღებით უსმენდნენ ჩემს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
კითხვების დასმისას მოსწავლეებს ვაძლევდი საჭირო დროს პასუხის მოსაფიქრებლად და ისინიც
იძლეოდნენ სრულყოფილ პასუხს.ჯგუფური მუსაობისას მოსწავლეები იცავდნენ მუსაობის წესებს,
თვალს ვადევნებდი, რადგან არ მომხდარიყო რომელიმე მოსწავლის ჩამორჩენა მუშაობისას,
ვაძლევდი ბავშვებს მიმართულებას .
პრეზენტაციის
დროს მოსწავლეებს საშუალება მივეცი დამოუკიდებლად
წარმოედგინათ შესრულებული დავალება, რამაც
მოსწავლეებში ხელი შეუწყო როგორც მყარი ცოდნის, ისე თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას.
ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მათთვის კითხვარის შევსება წიგნიერებასთან დაკავშირებით,
აღმოჩნდა რომ, ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ ყოფილა წიგნის მაღაზიაში. „ბიბლუსში“ სტუმრობა
მათთვის ემოციური აროჩნდა, ბავშვებმა წიგნები შეარჩიეს და შერიძინეს მეგობრებისთვი, რომლებიც შემდეგ წიგნიერების
დღეს გადასცეს. ვფიქრობ ჩვენი პროექტი შემეცნებითი და ამავე დროს
სახალისო იყო. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად
გაართვეს თავი სამუშაოს.
საგაკვეთილო
პროცესის მუშაობა ჯანსაღ და კეთილგანწყობილ
გარემოში მიმდინარეობდა. ჩემს მცირე მინიშნებასაც აქტივობების შესახებ კარგად იგებდნენ
და მიცემული მითითებები ნათელი იყო მათთვის დავალების სწორად შესასრულებლად. ვფიქრობ პროექტი იყო საინტერესო, ეფექტური,თითოეულ მოსწავლის შესაძლებლობაზე
ორიენტირებული და რაც მთავარია გაკვეთილის მიზანი მიღწეულია.
პროექტის ამსახველი ვიდეო კოლაჟები იხილეთ ლინკზე:
https://www.youtube.com/watch?v=wk3aA5DusSc&t=33s
https://www.youtube.com/watch?v=L5n_Sz8QfZo&t=136s
პედაგოგი:
ნ.ნონიაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий